1. დაიწყე ჩანთით
პატარა ხელჩანთა გაცილებით უფრო შესაფერისია საზოგადოებაში გამოსასვლელად, ვიდრე კარგი ძველი შოპერი. ყურადღება მიაქციე ორფერ კლატჩს ზამთრის კოლექციიდან: ერთი მხრიდან მას აქვს ულტრამბზინვარე ზედაპირი ომბრეს ეფექტით, ხოლო მეორე მხრიდან — გლუვი შავი ხავერდი. ატარე იგი მხარზე გადაკიდებული, დაიჭირე ხელში ან მოიხვიე წელზე.
2. გაიკეთე მასიური საყურე
შეცვალე თავდაჭერილი პუსეტები საკიდებიანი კაშკაშა საყურეებით — ჩვენს კლატჩს შესანიშნავად მოუხდება აი, ესენი, ომბრეს ეფექტით. ტყავის ქურთუკი, პიჯაკი, თეთრი პერანგი, კაბა კილიტებით — რთული ფერის და ქვიშისებრი ტექსტურის მიუხედავად, ასეთი საყურეები ნებისმიერ ტანსაცმელს შეეხამება.
3. არ დაგავიწყდეს ყელსაბამი
არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებდი დილიდან — სპორტული სტილის პიჯაკიც და კაბაც შეიძლება შეავსო გრძელი ყელსაბამი-ჯაჭვით. აირჩიე ყელსაბამი სხვადასხვა ელფერის კრისტლებით — დაე, რახან კაშკაშია, კაშკაში იყოს!
4. მეტი ბრწყინვალება
საკონტროლო დარტყმა უფერულ, უღიმღამო დღეებზე — საინტერესო სამაჯური-კაფი. გახსნილი რგოლის ფორმა და მბრწყინავი კრისტალები, ღია ვარდისფერიდან ფუქსიის ფერამდე გადასვლით, ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ნატურის გამოხატვას.