თვალები: წყლისა და ტენისადმი მდგრადი პროდუქტები
მდგრადი ტუში წამწამებისთვის დიდი თვალების ეფექტით THE ONE In Action - ყველაფერს გაუძლებს: აქტიურ დღეს, მაღალ ტემპერატურასა და ინტენსიურ ვარჯიშსაც კი. სწორედ ის, რაც ცხელი დღისთვის გვჭირდება! ფორმულა შემუშავებულია მოქნილი პოლიმერების საფუძველზე: ის გარს აკრავს თითოეულ წამწამს მსუნთქავი გარსით, რომელიც წყალსა და ოფლს ირეკლავს. ტუშის მოქმედება უნივერსალურია: წამწამებს აძლევს მოცულობას, აგრძელებს და ახვევს მათ.
ღრმა მზერისა და ფერისთვის ყურადღება მიაქციეთ თვალის ლაინერს THE ONE High Impact: ამ ფანქრების მდგრადი ფორმულა არ იშლება და არ კარგავს სიკაშკაშეს. თვალშისაცემი იერისთვის რამდენიმე ფერის შეუთავსე ერთმანეთს.
.ტუჩები: ელფერი, ბალზამი და მდგრადობა
სიცხეში გვინდა მსუბუქი ტექსტურები, გირჩევ, კარგად დაათვალიერო THE ONE In Action - ტინტი ტუჩებისა და ლოყებისთვის - შეგიძლია პუდრისებრი რუჟის ჩანაცვლებაც. ელფერი იმდენად კაშკაშა და ბზინვარეა, რომ შეუძლია შეცვალოს შენი საყვარელი მდგრადი ტუჩსაცხი. მაგრამ, თუ მკვეთრ ფერს ანიჭებ უპირატესობას, აირჩიეთ THE ONE Color Unlimited Ultra Fix, სუპერმდგრადი მქრქალი ტუჩსაცხი: მსუბუქი ტექსტურა, რომელიც იდეალურია ზაფხულისთვის და მდგრადობით გვაოცებს.
კაშკაშა მზეზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე ტუჩის ნებისმიერი პროდუქტის ქვეშ წაისვი მულტიაქტიური ბალზამი SPF 15 THE ONE, იმისათვის, რომ შეწოვა მოასწროს - ასე ის უკეთ დაგიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
ტონი: სიმქრქალე და SPF
ტონალური კრემის გამოყენება ზაფხულში - შეიძლება და საჭიროა! მართალია, მკვრივი ტექსტურები ჯობს შემოდგომამდე გადადო. შეათვალიერე სახის მრავალფუნქციური მქრქალი კრემ-ტონი THE ONE A-Z SPF30: ის დაგიცავს ზედმეტად გამოშრობისა და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. მსუბუქი ტექსტურა არ ახშობს ფორებს, მასთან კომფორტულად იგრძნობ თავს ძლიერ სიცხეშიც კი. საღამოს გასვლებისთვის ტონი კომპაქტური პუდრით - THE ONE Illuskin - გაამყარე და ჩაიდე ჩანთაში, რაც მაკიაჟის შენარჩუნებაში დაგეხმარება.