მსუბუქი მაკიაჟი
დაივიწყე მკვეთრი მაკიაჟი - და ზაფხულის სეზონზე მიანიჭე უპირატესობა შენი კანის ბუნებრიობას. დაიწყე პროცედურები დამატენიანებელი საცხით, რომელსაც მაღალი SPF-ის ხარისხი აქვს, რაც უფრო მდიდარია ფორმულა, მით მეტ ბრწყინვალებას მიიღებს თქვენი სახის კანი. ამიტომ ზაფხულისთვის აირჩიე უფრო მსუბუქი ტექსტურა.
მთავარი წესი
დეალური მაკიაჟისთვის საჭიროა იდეალური საფუძველი. სახესა და თვალის გარშემო დაიტანე კორექტორი, რათა დაფარო გაფართოებული ფორები, გაათანაბრო ტონი და მოამზადო კანი მაკიაჟის გასაკეთებლად (თქვენ ხომ არ გინდათ, რომ ის მოულოდნელად ჩამოიღვენთოს?)
ББ კრემი
ზაფხულში ჩვენი კანი ირუჯება (ვიმედოვნებთ, არ გავიწყდებათ მზის დამცავი საშუალებები ღრუბლიან დღეებშიც კი) და ჩვენ ნაკლები ტონალური საშუალებები დაგვჭირდება, რათა დავფაროთ კანის დეფექტები, ამიტომ გირჩევთ შეცვალოთ ტონალური ფუძე ББ-კრემით: მსუბუქი ფორმულა თქვენს კანს მიანიჭებს ნაზ ბზინვარებას, ხოლო მძიმე და მსუყე საცხები ზამთრისთვის გადადეთ.
მდგრადობისთვის
ოფლიანობის, ტენისა და მაკიაჟის ჩამოღვენთვისგან თავის დასაცავად, მაშინ როდესაც ტემპერატურა იმატებს, გამოიყენე წამწამების მდგრადი ტუში რათა არ დააფრთხო გარშემომყოფნი ასე ვთქვათ «პანდის მაგვარი თვალებით»..
“მსუბუქი ტექსტურა უზრუნველყოფს შენი კანის საზაფხულო ბზინვარებას”
დამატენიანებელი ხელსახოცები
იყენებ პუდრას, რათა მოიშორო ზედმეტი ბზინვარება? დაფიქრდი კიდევ ერთხელ. ტენიან თბილ ამინდში პუდრმა შეიძლება შეგიქმნათ დისკომფორტი, უმჯობესია მის მაგივრად გამოიყენოთ დამატენიანებელი (სველი) ხელსახოცები.
გამოკვეთე კანის ბრწყინვალება
მშრალი მაკიაჟის საშუალებები, მაგ: პუდრა, თვალის ჩრდილები, ფერუმარილი იღვენთება სახეზე და დღის ბოლოსთვის არც ისე მომხიბვლელად გამოიყურება. ამიტომ ზაფხულში მიანიჭე უპირატესობა კრემისებრ საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარება მეტად გამოკვეთო რუჯი. ჩვენ გვიყვარს ისეთი ჩრდილების გამოყენება, რომლებიც ასევე გამოკვეთს და მიანიჭებს ბზინვარებას თქვენს კანს წარბების ქვემოთ, ღაწვებსა და მხრებზე.