კანის გამაახალგაზრდავებელი მოვლა

ორი წუთი ორჯერ დღეში – სულ ესაა, რაც გჭირდება, რომ შენი კანი ახალგაზრდულად და მოვლილად გამოიყურებოდეს. ასეთი მოვლა კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას და უკეთესად ითვისებს სხვადასხვა კოსმეტიკურ საცხებს.

1. წმენდა

გამწმენდი საშუალება

პირველი ნაბიჯი – კანის წმენდა ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედებისგან. იგი განაპირობებს კოსმეტიკური საშუალებების კარგ შეწოვას და იძლევა მაქსიმალურ შედეგს. გამოიყენე გამწმენდი საშუალებები დილით და საღამოს იმისთვის, რომ მოიცილოთ მაკიაჟი და გაიწმინდოთ კანი მკვდარი უჯრედების და სხვა ზედმეტი ნარჩენებისგან. 

ტონიზირება

ატონიზირებს, ამშვიდებს, ატენიანებს და ამზადებს კანს შემდგომი მოვლის საშუალებების გამოყენებისთვის. გამოიყენე მატონიზირებელი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს კანიდან მაკიჟის ნარჩენების მოშორებას, დატენიანებას და კანის აჭიმვას. 

 

2. თვალის გარშემო კანის მოვლა

თვალის კრემი

თვალის გარშემო კანი ბევრად თხელი და მგრძნობიარეა, ეს კი ნიშნავს, რომ სიბერის ნიშნები ამ ადგილას ყველაზე ადრე ჩნდება. თვალის გარშემო მოვლის საცხები უფრო მსუბუქი სტრუქტურისაა და ამიტომ უკეთესად შეიწოვება. ისინი არ შეიცავენ  პარფიუმერულ დანამატებს, რათა თვალის გაღიზიანება არ გამოიწვიონ. დაიტანეთ თვალის გარშემო მოვლის საცხი დილით და საღამოს, რათა შეაფერხოთ ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნა და ხელი შეუშალოთ შავი წრეების და შეშუპების გაჩენას. 

 

 

3. ეფექტის გაძლიერება

დღის ან ღამის საცხების ეფექტიანობის ამაღლების ყველაზე კარგი საშუალება – შრატით სარგებლობაა. შრატი შეიცავს მაღალი კონცენტრაციის  აქტიურ ინგრედიენტებს, ამიტომაც ისინი სწრაფად და ღრმად შეიწოვებიან და განაპირობებენ საუკეთესო შედეგს. წაისვით ყოველდღიურად შრატი დილის ან ღამის საცხის ქვეშ. 

 

 

 

4. დატენიანება

დღის კრემი

დილის პროცედურა დაასრულე დღის საცხის წასმით, რომელიც ატენიანებს შენს სახის კანს და იცავს მას გარშემო მყოფი აგრესიული ფაქტორებისგან . აუცილებლად გამოიყენე საშუალება  SPF-ით, რომელიც დაიცავს თქვენს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. დღის საცხი დაიტანეთ სახეზე, ყელზე და დეკოლტეს ზონაზე. მოარიდეთ თვალებს.

ღამის კრემი

ღამით შენი კანი ისვენებს და აღდგება, ამიტომ იგი ღრმად შეიწოვს ღამის საცხის ძლიერი ინგრედიენტებს. დაიტანეთ ღამის საცხი შრატის შემდეგ, რათა აღუდგინოთ კანს ახალგაზრდული იერი. 




ტექსტი: ფოტო: Craig Teunissen