ნაბიჯ-ნაბიჯ: სამკუთხედი ბოლოები

გეომეტრიული ფორმები და მონოქრომული მანიკური – ახალი სეზონის მთავარი ტენდენცია, რომელსაც წამყვანი დიზაინერების მოდური ჩვენებები ადასტურებს.

 

 

1

ფრჩხილის ფუძე

ლაქის წასმამდე, წაისვი ფრჩხილის ფუძე. ის იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც მაკიაჟის ფუძე და აადვილებს შემდგომ ეტაპებს.  

 



 

2

ძირითადი ფერი

კონტრასტული მანიკურისთვის ჩვენ შევარჩიეთ შავი და თეთრი ფერის ლაქები. წაისვი თეთრი ფერის ლაქი მთელ ფრჩხილზე და დაელოდე გაშრობას.  

 



3

 

კონტრასტი 

კონტრასტული შავი ფერის ლაქით მოხატე "სამკუთხედი" ფჩხილის ბოლოებზე. ფრჩხილის შუა ნაწილიდან გაავლე დიაგონალი. შეღებე ფიგურა. 

 

 


4

მდგრადობა 

შავი ლაქის გაშრობის შემდეგ, წაისვი დამცავი საფარი მანიკურის ბზინვარების და მდგრადობისთვის. 


დაქლიქე აქ, და იხილე ვიდეო გაკვეთილი. 












ტექსტი: ფოტო: Victoria Stillwell, Nails: Frida Selkirk