ვარცხნილობა 5 წუთში: გლუვი და მბზინვარე

იდეალური გარეგნობა — ეს არის მბზინვარე სწორი კულულები, დაწყობილი თმა. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. დაიტანე თმაზე საყვარელი თმის დასაყენებელი საშუალება, აიღე დიდი და პატარა ჯაგრისი თმის ვარცხნილობისთვის, აგრეთვე, ჯაგრისი თმის ასაჩეჩად და მიჰყევი რჩევებს!

ბუნებრივი ტალღა
1. თმის კონა შეიკარი ზემოთ კეფაზე და დაიმაგრე თმის სამაგრით.
2. შემდეგ გამოიყენე დიდი მგვალი ჯაგრისი. ქვედა კულულები შიგნით შეიხვიე და ისე გაიშრე.
3. შემდეგ ზედა კულულები გაიშრე. ჯაგრისი თმის ბოლოებზე გადაატარე, რომ ბუნებრივი ტალღისებრი ფორმა მისცე. ვუალა! შენ გამოგივიდა მარტივი და ლამაზი ყოველდღიური ვარცხნილობა.  

სწორი და მბზინავი
1. აიღე მცირე რაოდენობით (ბარდის მარცვლისხელა) თმის ზეთი, გასრისე ხელისგულებს შორის და წაისვი თმის შუიდან ბოლოებამდე. 
2. ზედა კულულები თმის სამაგრით დაამაგრე.
3. თმის გასასწორებლად გაიშრე, გაჭიმე თმა (მაგრამ არ შეიხვიო) პატარა მრგვალი ჯაგრისით, რომ თავიდან აიცილო თმის აფუება და ბზინვარება.  

სწორი დაბალი კუდი
1. შეიკარი კუდი თმის ზედა კულულებისგან. 
2. შემდეგ რეზინის ზემოთ თმა ორ ნაწილად გაყავი და შიგნით ამოიტრიალე ვარცხნილობის დასაყენებელი ჯაგრისით
3. ოდნავ შეასუსტე ფიქსაცია, რათა ერთგვარი დაუდევრობის ეფექტი შესძინო. შედეგი: ელეგანტური დაბალი კუდი. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame