1. აირჩიე ფერები
ფერადი მანიკურის შესაქმნელად პირველ რიგში საჭიროა ფერების შერჩევა. ჩვენ გირჩევთ მკვეთრ, გაჯერებულ და რაც მთავარია, კონტრასტულ ფერებს.
2. გადაჭერი ფუნჯი
მანიკურის ზუსტი დატანისთვის შენ დაგჭირდება ფუნჯი გამოკვეთილად სწორი ბოლოთი. აუცილებლობის შემთხვევაში შენ შეგიძლია ერთ-ერთ ლაქის წასასმელ ფუნჯს გადააჭრა ბოლო.
3. პირველი ხაზი
დადე მაჯა მყარ ზედაპირზე. გადაჭრილი ფუნჯით ამოიღე ლაქი და გაიკეთე ფრჩხილზე ჰორიზონტალური ხაზი. ზუსტი ხაზისთვის გამოიყენე ფრჩხილზე გადაჭერილი რეზინი. დაიტანე ლაქი თხელი და ნაზი მოძრაობით, რომ თანაბარი დაფარვა მიიღოთ.
4. მეორე ხაზი
გადაწყვიტე, სად გაატარებ მეორე ხაზს. გადასწიე რეზინი და გაიმეორე იგივე, მხოლოდ სხვა ფერით.
5. მოაშორე ზედმეტი
აიღე ფუნჯით ან ბამბის ჯოხით ლაქის მოსაშორებელი სითხე და მოიცილე ზედმეტი კანიდან და ფრცხილის იმ ნაწილიდან, რომელიც ჯერ არ დაგიფარავს ლაქით.
6. ფინალური შტრიხი
იმის შემდგომ, რაც შენი მანიკური გაშრება, გადაისვი გამჭვირვალე დამცავი ლაქის თხელი ფენა.
დაქლიქე აქ, და იხილე ვიდეო ინსტრუქცია.