ნაბიჯი 1: წაისვი დამცავი საფარი
დასაწყისისთვის დაიტანეთ დამცავი საფარის ფენა სუფთა და მშრალ ფრჩხილებზე. შეეცადეთ სამი მოსმით წაისვათ ლაქი ფრჩხილზე: ერთი — ფეჩხილის ფირფიტის ცენტრში და ორი - გვერდებზე. ახლა ცოტა მოთმინება გამოიჩინეთ და დაელოდეთ ფუძის გაშრობას.
ნაბიჯი 2: აირჩიე ფერი
უთუოდ საყვარელი ფერის ფრჩხილების ლაქი გაქვთ. შესაძლოა, რამდენიმე ფერისაც კი. დაიტანეთ ის (ან ისინი) ორ ფენად და დელოდეთ, სანამ კარგად გაშრება. რომ არ მოიწყინოთ, ჩართეთ საყვარელი ფილმი, სერიალი ან ის ვიდეო იუტუბზე, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. დრო მალე გაირბენს! ახლა შეხედეთ თქვენს ფრჩხილებს: ლაქმა დაფარა არა ფრჩხილის ფირფიტა, არამედ დამცავი საფარი.
ნაბიჯი 3: მოიცილე ფრჩხილის ლაქი
იმისათვის, რომ ლაქი მოიცილოთ, საჭიროა ფრთხილად მოქაჩოთ დამცავი საფარის ნაპირი საწინააღმდეგო მხარეს. ფერადი ლაქი სულ ორი ცდით მოგცილდებათ.
გინდათ ორი რჩევა? პირველი: მოიმზადეთ თბილი წყლის პატარა აბაზანა და რამოდენიმე წუთით ჩაყავი თბილ წყალში ხელები. ეს უფრო სწრაფად მოგაცილებთ დამცავ საფარს. მეორე: მოიცილე ფრჩხილიდან ფუძე ფრჩხილის ფირფიტის ზრდის პარალელურად და არა ჰორიზონტალრად.
აი ეს არის სულ! ახლა თქვენ შეგიძლიათ იმდენჯერ შეიცვალოთ ლაქი, რამდენჯერაც გსურთ, და მოიცილოთ ის სწრაფად და მარტივად.