ფრჩხილები ლეოპარდის პრინტით

გამოავლინე შენი მხატვრული ნიჭი და შექმენი გამომხატველი მანიკური ლეოპარდის პრინტით. ჩვენ გასწავლით აირჩიოთ ყველაზე მარტივი გზა ამ საუცხოო მანიკურის გასაკეთებლად.


1

ძირითადი ფერი

დამატებითი ფიქსაციისთვიის თავდაპირველად ფრჩხილებზე წაისვი გამჭვირვალე ლაქის ფუძე. შემდეგ გადაისვი ნეიტრალური შეფერილობის ლაქის ორი ფენა (ეს იქნება ძირითადი ფერი) და კარგად გაიშრე. 

 



 

2

ლეოპარდის პრინტი

ლეოპარდი ნიმუშის ეფექტისთვის გამოიყენე მუქი-ყავისფერი შეფერილობის ლაქი.  ამისათვის თითოეულ ფრჩხილზე დაიხატე ოვალური ფორმის, სხვადასხვა ზომის რამდენიმე "ლაქა"  და კარგად გაიშრე.  




3

დეტალები

ამ ნიმუშის შესაქმნელად თქვენი ინსტრუმენტია: წვრილ ფუნჯიანი ლაინერი. აიღე შავი შეფერილობის ლაქი და ფუნჯის საშუალებით "ლაქების" გასწვრივ თითოეულ ფრხილზე მოხატე «с» ასოს ფორმის "უზორი" - დაეხმარება  "ლაქები" აქციო ნამდვილ ლეოპარდულ პრინტად. 

 



 

4

ზედა ფენა

და ბოლოს, მას შემდეგ რაც ლაქი კარგად გაშრება, ნიმუშის დიდი ხნით შენარჩუნებისთვის, გადაისვი გამჭვირვალე ლაქის თხელი ფენა. 









ტექსტი: