როგორ გავიკეთოთ: ხშირი წარბები

აიღე მაგალითი კარა დელევინისგან: ხშირი მოვლილი წარბები – შენი სახის აუცილებელი დეტალია. ჩვენ გასწავლით როგორ გაიკეთო ის სახლის პირობებში.

 

1

სპეციალური ჯაგრისი 

წარბების სპეციალური ჯაგრისის მეშვეობით დაივარცხნე წარბები ქვევიდან ზევით, რათა აიწიო თმის ღერები და გაზარდო მოცულობა.

 

 

 

 

 

2

ფანქარი 

შენ დაგჭირდება ისეთი ფერის თვალის ფანქარი, როგორიცაა შენი თმა. მოკლე აკურატული შტრიხებით დაიხატე წარბები ბუნებრივი ზრდის მიმართულებით.  აუცილებლობის შემთხვევაში შეავსე ღია ადგილები.

 

 


3

 
ჩრდილები 

წარბის გამოსაკვეთად პატარა აპლიკატორით დაიტანე მასზე ყავისფერი გამის დაბურული ჩრდილები. ისინი ისე დაიტანე, რომ წარბის კონტური არ იყოს წვეტიანი.


 

 

 

 

4

გელი

იმისთვის, რომ დააფიქსირო ფორმა აიღე ცოტა გელი წარბისთვის და დაიტანე იგი სპეციალური ფუნჯის მეშვეობით. 

 

 

  

 

5

კონსილერი 

დასასრულს დაიტანე კონსილერი კანზე წარბის ქვემოთ. ეს ხაზს გაუსვამს წარბებს და მისცემს მას მკვეთრ აკურატულ იერ-სახეს.

დაქლიქე აქ,  და იხილე ვიდეო გაკვეთილი.


















ტექსტი: ფოტო: Victoria Stillwell, ვარცხნილობა და მაკიაჟი: Maja Söderlund

შეიძინე ახლავე

ანალოგიური სტატიები