ხატვის გაკვეთილები: როგორ დავიხატოთ ტუჩის კონტური ოთხი ნაბიჯით

იმისათვის, რომ ისწავლოთ ხატვა ან გახდეთ ვიზაჟისტი, აუცილებელი არ არის დაამთავროთ სამხატვრო სკოლა ან მიიღოთ დიპლომი. საკმარისია გქონდეთ საღებავები, ფუნჟები და ერთი-ორი წუთი თავისუფალი დრო. გიყვებით, როგორ უნდა "დაიხატოთ" ტუჩების კონტური და მისცეთ ტუჩებს მოცულობა და გამომსახველობა ოთხი მარტივი ნაბიჯით.

1. გაიკეთე ტუჩის კონტური
ჯერ წვრილი ხაზით შემოიხაზეთ ზედა და ქვედა ტუჩი. დარწმუნდით, რომ სწორი ფერის ფანქარი აირჩიეთ, რომელიც ისეთივე ფერის არის, რაც ტუჩის საცხი.


2. გამოკვეთე ტუჩების ფორმა
ზედა ტუჩის ცენტრში ფანქრით დახატეთ V ასოს ფორმის ხაზი. შემდეგ დახატეთ ვერტიკალური ხაზი ქვედა ტუჩის ცენტრამდე. მიღებული ასო Y ვიზუალურად უფრო მოცულობითს ხდის ტუჩებს.

3. წაისვი ტუჩის საცხი 
მსუბუქი მოძრაობით დაიტანეთ ტუჩებზე საცხი (პომადა). ყურადღება მიაქციეთ, რომ ფანქარს და საცხსს შორის არ იყოს ფერის მკვეთრი გადასვლა.

4. გამოიყენეთ ტუჩის მბზინავი საცხი 
დაასრულეთ მაკიაჟი ისეთივე ტონის ტუჩის მბზინავი საცხით. ფრთხილად გადაისვით ის, რომ ტუჩებს ერთი ტონი შეფერილობა მისცეთ.  

მოცულობითი და გამოკვეთილი ტუჩები მკვეთრი კონტურით — სცადე!
იხილე ვიდეო გაკვეთილი.

ტექსტი: ფოტო: ჯონ ბადდი. ვარცხნილობა და მაკიაჟი: ოსე ოსტეგრენი