ნაბიჯ-ნაბიჯ: ოქროსფერი აქცენტები

ფრჩხილები ოქროსფერი დეტალებით ამ სეზონის მთავარი ტრენდია. დაეუფლე ტექნიკას და ცვალე ფერები!


1

ფუძე

წაისვი  დამცავი ფუძე მანიკურისთვის ფრჩხილების მოსამზადებლად. კარგად გაიშრე მანიკურის მეტი მდგრადობისთვის.

 




2

ფონი

შეარჩიე ლაქის ფერი ფონისთვის - ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება გამჭვირვალე „ნიუდი“. წაისვი ორი ფენა და დაელოდე სრულ გაშრობას.

.  

  



3

 

ფუნჯი

„ნიუდ“ მანიკურის გასაკეთებლად დაგჭირდება ულტრა წვრილი ფუნჯი. ამისთვის შეგიძლია გამოიყენო ძველი ლაქის ფუნჯი, მოაჭრა არასასურველი ბეწვი, სასურველ ზომამდე. 

 




4

ნახატი

მანიკურის წასმამდე შეარჩიე ნახატი, დაეყრდენი ხელით მაგიდას, რათა ხელის მოძრაობა იყოს მკვეთრი შერჩეული ნახატის ზუსტი აპლიკაციისთვის.


     

 

  5

ბზინვა

ლაქის გაშრობის შემდეგ წაისვი ფრჩხილებზე ლაქის დამცავი საფარი მეტი ბზინვარების მისანიჭებლად.




ტექსტი: ფოტო: Victoria Stillwell, Nails by: Frida Selkirk