1. ძირითადი ფენა
აირჩიე სამი კონტრასტული შეფერილობის ლაქი. რაც უფრო მკვეთრი იქნება ლაქი, უფრო შესამჩნევი იქნება შენი მანიკიური. დასაწყისისთვის დაიტანე ფრჩხილზე ღია ფერის ფენა – ეს იქნება შენი ძირითადი ფენა, რომელზეც სხვა ფერები აირეკლება. აცადე მთლიანად გაშრეს.
2. ირიბი სამკუთხედი
დაიტანე ლაქის მეორე ფერი სამკუთხედის ფორმით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, რომელიც ფრჩხილის ზედა ნაწილზე იწყება. გახსოვდეს შემდეგი მარტივი წესი: ყოველთვის უკეთესია დაიტანო რამდენიმე თხელი შტრიხი, ვიდრე ერთი ფართო, იმის გამო, რომ თხელი შტრიხები სწრაფად შრება.
3. კუთხე
ლაქის მესამე არჩეული ფერით დახატე დიდი სამკუთხედის ფარგლებში კიდევ ერთი, უფრო პატარა. სიზუსტისთვის შენ შეგიძლია ისარგებლო სპეციალური თხელი ფუნჯით ან მოაჭრა ერთი მხარე რომელიმე ძველ ფუნჯს. რაც უფრო თხელია შენი ინსტრუმენტი, მით მახვილია კუთხეები და ზუსტია ნამუშევარი.
4. დამცავი ფენა
დასასრულს, წაისვი ფრჩხილის დამცავი საფარი მეტი ბზინვარებისთვის.
დაქლიქე აქ, და იხილე ვიდეო გაკვეთილი.