ნაბიჯ-ნაბიჯ: მანიკური 70-ანი წლების სტილში

სამოცდაათიანი წლები კვლავ აქტუალურია! ჩვენ გასწავლით აირჩიოთ ყველაზე მარტივი გზა მკვეთრი მანიკურის გასაკეთებლად.


1

ძირითადი ფერი

აირჩიე ძირითადი ფერი (ჩვენ გირჩევთ "კაპუჩინოს" ფერს) და წაისვი ორი ფენა. დაელოდე ერთი ფენის გაშრობას მეორეს წასმამდე. 




2

ორი ნახევარწრე

ახლა შეარჩიე ორი კონტრასტული ფერის ლაქი: ჩვენს შემთხვევაში ეს არის მუქი ღვინისფერი და კრემისფერი. მუქი ფერის ლაქით ყველა თითის ფრჩხილის შიდა კუთხეში მოიხატე ნახევარწრე. ლაქის გაშრობის შემდეგ, უფრო ღია ფერის ლაქით კი მოიხატე დიდი ზომის წრე. მეტი ეფექტისთვის მნიშვნელოვანია ფერთა შეხამება. 

  



3

 

ფსიქოდელიური ეფექტი

მესამე ფერის ლაქით – ჩვენ ვირჩევთ კლასიკურ წითელს – მუქი წრის შიგნით ვიხატავთ პატარა ან დიდი ზომის წერტილებს. გემოვნების შესაბამისად. დაელოდე გაშრობას. 

 





4

აპლიკაციის კორექტირება

აპლიკაციის უზუსტობის შემთხვევაში, ნუ ინერვიულებთ: ამისათვის არსებობს ლაქის მოსაშორებელი სითხე ან ბამბის ტამპონი. 

  

 




5

ზედა ფენა 

 მანიკურის სრულად გაშრობის შემდეგ, მეტი ბრწყინვალებისთვის და ფრჩხილის დაცვისთვის, ზევიდან გადაისვი დამცავი გამჭვირვალე ლაქი.

დაქლიქე აქ, და იხილე ვიდეო გაკვეთილი.


ტექსტი: ფოტო: Victoria Stillwell, Nail artist: Frida Selkirk