კანის მოვლის წესები გაზაფხულზე

გაზაფხული მოგვიახლოვდა. დროა შევცვალოთ ზამთრის კანის სუპერ მკვებავი მოვლის საშუალებები უფრო მსუბუქით, რომელიც ახალ სეზონს შეესაბამება.

შორს "ძველი სამყარო"!
ჩაატარე შენი "განძის" რევიზია. შენ ალბათ გაქვს საშუალებები, რომლებმაც გაატარეს ზამთარი (შესაძლოა არა პირველი) ყველაზე უკანა თაროზე. თუ ეს ასეა, დადგა დრო შეისწავლოთ ისინი უფრო დაკვირვებით. შეხედე მის ტექსტურას. ტუში  პატარა "კოშტებით", გათხელებული კრემი, შეცვლილი ფერი – ეს იმის ნიშნებია, რომ ეს კოსმეტიკური საშუალება აღარ ვარგა.


დავიბრუნოთ ბრწყუნვალება
ზამთრის განმავლობაში ჩამქრალი კანის ბზინვარების დაბრუნებაში დაგეხმარება ამქერცლავი პროცედურები, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ რაც უფრო უხეშია საშუალება მით უფრო ეფექტური იქნება. თუ შენ მგრძნობიარე კანი გაქვს, გაიწმინდე იგი მუსლინის ხელსახოცით ან სპეციალური კანის გამწმენდი აპარატით. სხვა უფრო მსუბუქი, მაგრამ არა ნაკლებად შედეგიანი ხერხია კანისთვის ბზინვარების მისანიჭებლად AHAდა BHA-მჟავები. მთავარია გახსოვდეს, რომ ამქერცლავი პროცედურების შემდეგ კანი მეტად მგრძნობიარე ხდება, ამიტომ   ჩაიტარე ის ძილის წინ ან დაიტანე SPF-ის შემცველი საშუალება.


სილამაზე შიგნიდან
უკანასკნელ  სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, დიეტა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ახდენენ გავლენას თმის ბზინვარებასა და მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ზამთარში თმის ცვენას, მიირთვი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია პროტეინებით, C  და  E ვიტამინებით და ასევე ცხიმოვანი მჟავით ომეგა-3. ეს დაეხმარება შენს თმას იყოს ხშირი და დამატებით მისცემს მზის სხივებისგან დაცვის საშუალებას - თავისებური SPF-ის მსგავსი დიეტური ეფექტით. 

"დროა შევცვალოთ ზამთრის კანის სუპერ მკვებავი მოვლის საშუალებები უფრო მსუბუქით

მეტი სიმსუბუქე
გაზაფხულის მოსვლასთან  ერთად მკვებავი და დამატენიანებელი მოვლის საშუალებები, რომლებითაც სარგებლობდი ზამთარში შეიძლება შეცვალო რაიმე უფრო მსუბუქით. შესაძლოა შენ მოგიხდეს გამწმენდი ქაფი-გელი ან მსუბუქი დღის კრემი? და არ დაგავიწდეს შრატი! არსებობს მრავალი ანტიოქსიდანტებით მდიდარი შრატები, რომლებიც შემუშავებულია სპეციალურად იმისთვის რათა დაეხმაროს გადაღლილ კანს განსაკუთრებული გამაღიავებელი საშუალებებით, 
(მაგალითად, True Perfection) და არ დაგავიწყდეს ყოველთვის ისარგებლო SPF-ის შემცველი საშუალებებით დღის განმავლობაში.  

  

უახლესი იდეები
განაახლეთ რა თქვენი მოვლის საშუალებები არ დაივიწყოთ არომატი! ზამთრის არომატები საერთოდ ინტენსიურია, რათა იგრძნობოდეს რამოდენიმე ფენა ტანსაცმლის ზემოდან. გაზაფხულზე მძიმე ნოტები შეიძლება შევცვლოთ რაიმე უფრო მსუბუქით, მაგალითად ტუალეტის წყალით ყვავილების ან მუშკის ნოტებით.
  

ნიღაბი პილინგის მაგივრად
გასულ წელს ნიღბების გაყიდავა ევროპაში გაიზარდა თითქმის ერთი მესამედით. ამასაც თავის მიზეზი აქვს. სახის ნიღაბი ხდება უფრო სრულყოფილი, ხოლო მისი გამოყენების შედეგი მეტად შთამბეჭდავია. თუ ზამთარში შენ სარგებლობდი ღრმა პილინგის საშუალებებით, თბილი დღეების დადგომასთან ერთად დროა შეცვალო ისინი გამაღიავებლი ნიღბით ან ათ წუთიანი დამატენიანებელი ნიღბით.
 

 








ტექსტი: ფოტო: Oriflame