ახალგაზრდა კანის მარტივი ყოველდღიური მოვლის რუტინა

ჯანმრთელი კანი მაკიაჟის საუკეთესო საფუძველი, კარგი განწყობის მიზეზი და თავდაჯერებულობის საბაბია. თუ ამჩნევ პირველ ცვლილებებს - გაფართოებულ ფორებს, შავ წერტილებს, გამონაყარს, ცხიმიან ბზინვას - დროა დაიწყო საკუთარი კანის მოვლა. ჩვენ გაჩვენებთ, როგორ აიღოთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი და შეინარჩუნოთ კანი საუკეთესო მდგომარეობაში მარტივი ნაბიჯების მეშვეობით.

უბრალოდ დაიწყე!

თუ გარდამავალ ასაკთან ერთად შენი კანი პრობლემური გახდა, საუკეთესო გამოსავალია მიაჩვიო ის ერთნაირ ყოველდღიურ პროცედურებს. პროფილაქტიკა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მკურნალობა. უთანაბრობისა და ლაქების აღმოფხვრა იწყება ცხიმიან ბზინვასთან ბრძოლით, რადგან სწორედ სებუმის აქტიური გამომუშავება იწვევს ჩამოთვლილ პროცესებს.

კანის მოვლა არის საკუთარ თავზე ზრუნვა!

ყოველდღიური მოვლა არ არის მხოლოდ გამონაყარის ან აკნეს აღმოფხვრა - იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მთავარი მიზანი. საკუთარი თავის მოვლა არის ის დრო, რომელსაც შენ საკუთარ კანს  უთმობ დღის განმავლობაში, ამიტომ შეეცადე ის მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს.

ჩვენ მოგვწონს გადავაქციოთ დილის რიტუალები გაცნობიერების მომენტად, როდესაც ღრმად ვსუნთქავთ და საკუთარ თავს პოზიტიურ განწყობას ვუსახავთ (შეიძლება ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ხელს უწყობს დღის სწორად დაწყებას). თუ მოგწონს ასეთი მიდგომა, შემოუერთდი Oriflame- და არ დაგავიწყდეს მოემზადო პროცესისთვის.

ნაბიჯი 1. გაწმენდა

დაიწყე დილა ცხიმიანი და არასრულყოფილებისაკენ მიდრეკილი კანის გამწმენდი საშუალებით. ჩვენ გთავაზობთ სახის დასაბან საშუალებას Pure Skin. როგორც უკვე ვთქვით, სებუმის კონტროლი პირველი ნაბიჯია აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში, და ეს სახის დასაბანი გელი მყისიერად აღმოფხვრის ჭარბ ბზინვას და ღრმად გაასუფთავებს კანს სალიცილის მჟავის წყალობით. ეს კომპონენტი ებრძვის ცხიმიან ბზინვას, აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და აცილებს ჭუჭყს - გადაჭრის პრობლემებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მუწუკების გაჩენა.

 

ნაბიჯი 2. ტონიზირება

ტონერი ჩვენი საყვარელი ნაბიჯია! გამოიყენე Pure Skin გამწმენდი ტონიკი სალიცილის მჟავით და ბაზილიკის, მწვანე ჩაისა და პანთენოლის დამამშვიდებელი კომპლექსით. მოათავსე ის ბამბის დისკზე, და შემდეგ გაიწმინდე სახე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე T ზონას. პროდუქტი არამარტო გაასუფთავებს ფორებს, არამედ ვიზუალურად შეამცირებს მათ, ასევე შეამცირებს სიწითლეს და დაამშვიდებს კანს. ის, რაც ამ ლოსიონში მოგვწონს, არის კანზე სიგრილის მსუბუქი შეგრძნება - იდეალურია გამონაყარის მქონე ოდნავ გაღიზიანებული კანისთვის. მატონიზირებელი საშუალება ასევე შესაფერისია მათთვის, ვისაც სურს შეამციროს პოსტაკნე, ბზინვა და მიანიჭოს კანს სიგლუვე.

 

ნაბიჯი 3. დატენიანება

მსუბუქი ტექსტურის მქონე დამატენიანებელი კრემი პრობლემური კანისთვის - შემადგენლობაში ზეთების გარეშე და გამაგლუვებელი ეფექტით. სცადე სახის კანის გამათანაბრებელი კრემი Pure Skin. გამოიყენე იგი მატონიზირებელი საშუალების შემდეგ მასაჟური მოძრაობებით. დაიმახსოვრე: კრემს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობის კომპონენტებს, შეუძლია დაახშოს ფორები და გამოიწვიოს მუწუკების გაჩენა, ამიტომ ყურადღება მიაქციე შემადგენლობის სიმარტივეს და ეფექტურობას.

პროდუქტებირომლებიც ფრთხილად ებრძვიან გამონაყარს

Pure Skin პროდუქტები შემუშავებულია კანის გაწმენდისთვის და არასრულყოფილების გაჩენის ეფექტური, მაგრამ ფრთხილი პრევენციისთვის. იმიტომ, რომ კანის მოვლა გულისხმობს საკუთარ თავზე ზრუნვას და ის უნდა მუშაობდეს არა მხოლოდ ეპიდერმისის მდგომარეობაზე, არამედ აუმჯობესებდეს კეთილგანწყობას, ანიჭებდეს დადებით ემოციებს.

კანის სამეტაპიანი გაწმენდის შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ დამატებით და ადგილობრივ ბრძოლას არასრულყოფილების წინააღმდეგ - განახლებულ Pure Skin ხაზში არის რამდენიმე ქმედითი ნიღაბი, სკრაბი და სპეციალური გელი აკნესთვის. ყველა პროდუქტი შესანიშნავად ავსებს ყოველდღიურ მოვლას.