6 შეცდომა ტონალურთან მუშაობისას

უნაკლო სახის ტონი - აუცილებელი პირობაა იდეალური მაკიაჟისთვის, ყველაზე გამოცდილი სპეციალისტებიც კი ცდებიან, რის შედეგადაც მთელი შრომა წყალში იყრება. დღეს მოგიყვებით, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან.

1. შენ ისმევ ტონალურ ფუძეს თითქოს ის ნიღაბია 
იცი თუ არა, რომ სულაც არაა აუცილებელი ყოველდღე დაიტანო ტონალური მთელ სახეზე? ყველაზე ხშირად ის იმისთვისაა საჭირო რათა გაათანაბრო ტონი ან დაფარო სიწითლე. ასე რომ დაიტანე მხოლოდ იქ სადაც აუცილებელია. ნებისმიერ შემთხვევში გირჩევთ არ დაიტანოთ ტონალური თმის ზრდის ხაზზე. ხოლო იმისთვის რათა დაფაროთ სიწითლე ისარგებლეთ კონსილერით. 

მსუბუქი ტონალური ფუძის სახით ჩვენ გირჩევთ Giordani Gold CC-კრემს

2. შეწყვიტე ტონალური ფძის დატანა ყბის ხაზთან
ჩვენ ეს - ესაა გირჩიეთ არ დაიტანოთ ტონალური მთელს სახეზე, მაგრამ თუ გადაწყვიტე ეს გააკეთო არ დაგავიწყდეს ყელი-ტონის ხილული საზღვარი, რომელიც გადის ქვედა ყბაზე. კარგად მოხაზე ფუძე და დაამუშავე ზონა სახესა და ყელს შორის, რათა მიაღწიო გარდამავალ ტონს. 

მთლიანი დაფარვისთვის ჩვენ გირჩევთ ულტრამდგრად ტონალურ ფუძეს SPF 30 The ONE Everlasting 

3. შენ სხვა პუდრით სარგებლობ
შენი ტონალური ფუძე  დღის მანძილზე მუქდება? შესაძლებელია შენ ზემოდან არასწორად შერჩეულ პუდრს ისმევ. თუ პუდრა შეიცავს ძალიან ბევრ პიგმენტს მან შეიძლება შეცვალოს ფერი იმის მიხედვით თუ როგორ გამოყოფს შენი კანი ცხიმს. სცადე გამჭვირვალე ფხვიერი პუდრა-ის უხდება ყველა ტონს და არა აქვს ტენდენცია კანის ფორების ამოვსებისკენ.

4. შენ ისვავ ტონალურ ფუძეს არასწორი განათებისას
ძალიან  გავრცელებული შეცდომაა - დაიტანო ტონალური ცუდად განათებულ ადგილას ან პირიქით ძალიან განათებულ შენობაში, დაიმახსოვე ოქროს წესი: თუ შენი კანი კარგად გამოიყურება დღის სინათლეზე ის კარგი იქნება ნებისმიერი განათებისას. ამიტომ დაიტანე ტონალური ფუძე რაც შეიძლება ნატურალური დღის შუქის მქონე პირობებში, მაგალითად ფანჯარასთან დგომისას.

5. შენ არ სარგებლობ მაკიაჟის ქვეშ წასასმელი ფუძით
მაკიაჟის ქვედა ბაზა ან პრაიმერი ტონალურ ფუძეს საშუალებას მისცემს თანაბრად განაწილდეს კანზე. ამასთან ერთად ის გაჩერდება მთელი დღის მანძილზე. ჩვენ გირჩევთ: მაკიაჟის ქვედა ბაზად გამოიყენოთ The ONE IlluSkin.

6. შენ სარგებლობ არასწორი ინსტრუმენტებით
თქვენი თითების ზედაპირზე შეიძლება იყოს ბაქტერიები, ჭუჭყი და ცხიმი, რომელთა მოხვედარ სახეზე არაა საჭირო. განსაკუთრებით თუ შენ მიდრეკილი ხარ გამონაყარისკენ ისარგებლე სპეციალური ინსტრუმენტებით.

ღრუბელი  დაგეხმარება თანაბრად გადაანაწილო ტონალური ფუძე. დაიტანე ფუძე ხელის გულის შიდა მხარეს და დაასველე მასში ოდნავ ტენიანი ღრუბელი. წაისვი სახის ცენტრიდან.


ტექსტი: ფოტო: Kristine Wreyford