გაუწყლოებული კანის 5 ნიშანი — და როგორ გამოვასწოროთ ყველაფერი

რასაც არ უნდა აკეთებდე, კანს მაინც არ ყოფნის დატენიანება? კანის გაუწყლოება შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგი: დაბინძურებული ჰაერი, დაუბალანსებელი კვება, გაწმენდის შეუფერებელი მეთოდი. მაგრამ არსებობს კარგი სიახლეები: ამის გამოსწორება შესაძლებელია! დაგისახელებთ 5 ნიშანს იმისა, რომ შენს კანს სასწრაფო დახმარება სჭირდება — და პრობლემის გადაჭრის ხერხებს.

1. განწყობილების ფერი — რუხია
სახის ფერი დილიდან ფერმკრთალი და უფერული გაქვს? გაუწყლოების დროს სუსტდება ფუნქცია, რომელიც კანის განახლებაზე არის პასუხისმგებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავიდან არ იშორებს მკვდარ უჯრედებს — სწორედ ამიტომ იძულებული ხარ აურაცხელ კოსმეტიკურ საშუალებებს მიმართო, რათა ზომბს არ დაემსგავსო.  

2. ცხიმიანი ბზინვა და სიმშრალის შეგრძნება
გაუწყლოებული კანი პანიკიორივით იქცევა. ის გრძნობს, რომ დატენიანება არ ჰყოფნის, ამიტომ იწყებს არაადექვატური რაოდენობით სებუმის გამომუშავებას, რითაც ქმნის ბარიერს, რომელიც ხელს უშლის კიდევ უფრო მეტი ტენიანობის დაკარგვას. ამიტომ, თუ გეჩვენება, რომ ცხიმიანი კანი გაქვს, ნუ ჩქარობ მის გაწმენდას ჭრაჭუნის გამოცემამდე და ნუ ცდილობ შესაშრობი საშუალებების გამოყენებას. სავარაუდოდ, შენ, პირიქით, მეტი დატენიანება გჭირდება.     

3. ყველაფერი გაღიზიანებს
დეჰიდრატაციის დროს კანის დამცავი ბარიერიც არ განიცდის საუკეთესო პერიოდს. მას უჭირს ბაქტერიების და ჭუჭყის დაძლევა, რომლებსაც გარემო ასე თავაზიანად გვთავაზობს ყოველდღიურად. ამიტომ კანი უფრო მგრძნობიარე ხდება. თუ საშუალებები, რომლებიც ადრე იდეალურად გიხდებოდა, მოულოდნელად გაღიზიანების გამოწვევას იწყებს — ეს არის საბაბი დაფიქრებისთვის.

4. მოულოდნელი ნაოჭები
თუ ერთხელ სარკეში ნაოჭები შეამჩნიე, რომელთა გაჩენას თითქოს არაფერი მოასწავებდა — ნუ იჩქარებ გაკოტრებას ანტი-ასაკობრივი საშუალებების შეძენის მიზნით. შესაძლოა, შენი კანი გაუწყლოებულია. გაიხსენე, თუ როგორ გამოიყურება გამხმარი ხილი — ის კარგავს სიმკვრივეს და ნაოჭებით იფარება. მაგრამ შენ ხილი არ ხარ და ეს პროცესი შექცევადია. 

5. დაჭიმულობა და ქავილი 
კონდიციონერები და ტემპერატურის ცვლილებები კანის მდგომარეობაზე ზემოქმედებენ. ქავილი, დაჭიმულობა, «ქერცლის» შეგრძნება  — ამის ხშირი 
შედეგებია.   

 

როგორ გამოვასწოროთ ეს?
დავატენიანოთ! ჩვენ გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ განვახორციელოთ იგი მაქსიმალურად ეფექტურად.  სპოილერი: მარტო კრემით ვერაფერს გახდებით.  

1. კანის გაწმენდა 
შეარჩიე რბილი გამწმენდი საშუალება დამატენიანებელი კომპონენტებით სპირტის გარეშე და დაიმახსოვრე: ცხელი წყალი კანს იმაზე არანაკლებ აშრობს, ვიდრე აგრესიული გაწმენდა. 

2. მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბები
ნიღბებს უმოკლეს დროში ძალუძთ გამოკვებონ კანი ტენით და დაუბრუნონ მას ჯანსაღი იერი და ბზინვარება. ეს ხდება კანის ბარიერის აღდგენის ხარჯზე მკვებავი ზეთების და მჟავეების დახმარებით. როდესაც ბარიერი ნორმალურად ფუნქციონირებს, ტენი არ ტოვებს ორგანიზმს. შეამოწმე ეს ღამის ინტენსიური აღმდგენი ნიღაბით NovAge.

3. და ჰიალურონის მჟავა
აირჩიე დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც ჰიალურონის მჟავას შეიცავენ. როდესაც საუბარია კანის კვებასა და სინოტივის შენარჩუნებაზე, ეს არის შენი 1თანაშემწე. შეიარაღდი ჩვენი რჩევებით და დაეხმარე კანს აღდგენაში.      

ტექსტი: ფოტო: Oriflame