1. უეცარი მუწუკი
იღვიძებთ დილით, სარკეში იყურებით და ხედავთ მას — მსოფლიოში ყველაზე დიდ მუწუკს. უფრო უარესი, თუ ამ მუწუკმა თან მთელი თავისი ოჯახი მოიყვანა. მაშინ თქვენ გამოიყურებით როგორც 13 წლის მოზარდი მოწიფული ქალბატონის სხეულში. რაღაც მაგიაა, რომ ეს ყველაზე შეუფერებელ მომენტში ხდება: მნიშვნელოვანი შეხვედრა, გასაუბრება ან პაემანი. სად არის ჯადოსნური ჯოხი, მე თქვენ გეკითხებით?
2. წაშლილი საცხი
ყველას გვიყვარს კაშკაშა საცხი, მაგრამ მიდი ნაკვალევები კბილებზე? არც თუ სასურველია! იმის შემოწმება დღის განმავლობაში, წაგეშალათ თუ არა საცხი, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ისეთი მიშვნელოვანი რამ არის. თუ სამუშაო დღემ სიზმარივით გაიფრინა და თქვენ მხოლოდ საღამოს მოახერხეთ სარკეში ჩახედვა, ნუ იდარდებთ. ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რატომ გიყურებდნენ ასე უცნაურად თქვენი კოლეგები სადილობის შესვენებისას. მართლა, ყველაფერი რიგზეა!
3. თხევადი ტუჩის საცხი
ტუჩის მბზინავი საცხი — შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, თუ გინდათ ზაფხულის განწყობა შეიქმნათ ზამთრის დღეს. მართალია, თქვენ არ გაგითვალისწინებიათ ბრიზი, ქარი ან კონდიციონერი. თავი დაგვიქნიეთ, თუ თქვენთვის ნაცნობია ასეთი სიტუაცია: მწებვარე ტუჩის საცხი, გრძელი თმა. ჩვენ თქვენთან ვართ. და გადაწყვეტილებაც არის: ოდნავ მოიპუდრეთ ტუჩები საცხის დატანების შემდეგ. ეს უნდა დაგეხმაროთ.
4. წასული თვალი კოლგოტზე
დღე გვპირდება იყოს იდეალური. თქვენ მოასწარით ყველაფრის გაკეთება: საუზმეც, მაკიაჟიც და ვარცხნილობაც კი. დაგრჩათ მხოლოდ კოლგოტკების ჩაცმა. მაგრამ, რაღაც მომენტში ხედავთ ამ საზიზღარ წასულ თვალს მუხლის ზემოთ, და ყველაფერი ამაო ხდება. ეს ბოლო წყვილი კოლგოტი იყო, თქვენ კი უკვე უნდა გახვიდეთ სახლიდან. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ წასული თვალის შეჩერებას მდგრადი ლაქის საფარით, მაგრამ, თუ არა? გრძელი ჟაკეტი, შესვენება მაღაზიაში ან სულელური დაგვიანება ტანსაცმლის გაშმაგებული შერჩევის გამო. ნუ უბრაზდებით თქვენს თავს. ჯობს იყიდოთ კოლგოტკების სამარაგო შეფუთვა და დატოვოთ სამსახურში. რა იცით, როდის შეიძლება დაგჭირდეთ!
5. მანიკური მანიკურს არ გავს
ფაციფუცით წერთ პასუხს წერილზე. ნერვიულობთ და ფრჩხილებს იკვნეტავთ. დადიხართ ხატვაზე და ვერ ასწრებთ თითებიდან საღებავის მოცილებას სამსახურში წასვლამდე. ხოლო დრო კი არ გრჩებათ ახალი მანიკურის გასაკეთებლად. მოიცილეთ ძველი ლაქი და მინიმალიზმის მქადაგებელი გახდით.
6. სადღაც სხვაგან გაუხვიეთ
თქვენ მაკიაჟის ვიდეო გაკვეთილი ნახეთ, იყიდეთ ფუნჯები და კონტურინგის ტექნიკის მოსინჯა გადაწყვიტეთ. მაგრამ ეს გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონათ. მაშინ, როდესაც თქვენ უკვე მეოთხეჯერ ცდილობთ ხაზი გაუსვათ ღაწვებს და დაიტანოთ ბლუში (ფერუმარილი), თქვენი ლოყები უფრო პრიალებს, ვიდრე მაშა რასპუტინა ყველაზე ცუდ წლებში. არა, რა თქმა უნდა, კიმი ამას არ გიანდერძებდათ. მოიცილეთ ეს ყველაფერი, მიირთვით ჩაი და გაეცანით ჩვენს ინსტრუქციებს.
7. უცნაური სმოუქი
როდესაც არასწორ მოძრაობებზე ვსაუბრობთ, მოუქნელი ისრები გვახსენდება, რომლებიც ჯოხებს უფრო წააგავს, ვიდრე მოხდენილ კლაკნს. ჩრდილების სამი ფერი, რომლებიც ერთ გაურკვეველ ლაქად იქცევა და არა სმოკი აისი. ან უეცარი დაცემინება წამწამებზე ტუშის დატანების დროს. როგორ ავხსნათ ეს? რატომ მეცნიერები დღემდე არ დაინტერესდნენ ამ საკითხით? ერთი არასწორი მოძრაობა და თქვენ ენოტად გადაიქეცით. მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში: ზოგჯერ უკეთესია ბუნებრივი მაკიაჟი გამოიყენოთ (ან არავითარი მაკიაჟი). სილამაზე — ეს ხომ შინაგანის და გარეგნულის ჰარმონიაა და არა ეს ყველაფერი. გეხვევით!