ფეხების სპა-მოვლა

იმისათვის, რომ თქვენმა ფეხებმა მთელი მსოფლიო მოგატაროთ ისე, რომ არ დაიღალოთ და ამასთანავე ლამაზად გამოიყურებოდნენ ნებისმიერ ფეხსაცმელში (ან მის გარეშე), პატივისცემით მოეპყარით მათ. მაგალითად, ეწვიე სპა-ს. ან გაიკეთე სპა სახლში!

ნაბიჯი 1: გაიწმინდე კანი და  მოიცილე გაუხეშებული  ნაწილები  
თავდაპირველად მიიღეთ შხაპი  და დაიბანეთ ფეხები. შემდეგ შეახვიეთ პირსახოცით, დაასხით თბილი წყალი პატარა აბაზანაში, ჩაუშვით ფეხები წყალში და მიეცით თავს 5-10 წუთით მოდუნების უფლება. მეტი ეფექტისთვის ჩართე მუსიკა, დაანთე არომატული სანთლები ან  ჩართე საყვარელი მუსიკა (ხოლო ტელეფონი დატოვე ოთახში: ეს ხომ სპაა!). როდესაც დაასრულებ, დაიწყე ტერფის კანის დამუშავება ორმხრივი ფეხის ქლიბით. ლითონის მხარით მოაცილებთ გაუხეშებულ კანს, კოჟრებს და კოჟიჟებს, ზუმფარიანი მხარეასწორებს და ხეხავს კანს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქუსლების არეს და ცერი თითის ქვეშ ტერფის ნაწილს, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება კოჟიჟები.  

ნაბიჯი 2:დაიტანე სკრაბი 
როგორც კი ტერფის კანი გახდება გლუვი, წაისვით სკრაბიგაუხეშებული კანის მოსაცილებლად. გაიკეთეთ ტერფის მასაჟი ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ მოაცილეთ სკრაბის ნარჩენები ტენიანი პირსახოცის მეშვეობით. 

ნაბიჯი 3: გაიკეთე პედიკური 
სათქმელად ადვილია! უფრო სერიოზულად კი დაიცავი ინსტრუქცია: აკურატულად დაიჭერით ფრჩხილები სწორად საკვეთელას მეშვეობით, არა ძალიან მოკლედ, ისე, რომ დარჩეს 1-2 მმ, და ნუ მოიჭრით კუთხეებს. ქლიბით მოიქლიბეთ ფრჩხილები, რომ კუთხეები უფრო მომრგვალებული გახდეს. მოხერხებულობისთვის გამოიყენეთ თითების გამყოფი პედიკურისთვისფერადი ლაქის გამოყენების წინ ყოველთვის დაიტანეთ ფრჩხილის დამცავი საფარი. ასე ფერადი ლაქი არ შეღებავს ფრჩხილის ფირფიტას, ფერი უფრო დიდ ხანს შენარჩუნდება და ადვილად მოცილდება ლაქის მოსაშორებელი საშუალებით.  

ნაბიჯი 4: მოიწესრიგე ნუნები
ალბათ, ეს სპა-მოვლის ყველაზე მედიტატიური ნაწილია. თუ აქამდე არ ჩაგირთავთ საყვარელი ფილმი ან პოდკასტი, გააკეთეთ ეს. სასარგებლოც არის და ლამაზიც. შემდეგ აიღე ფრჩხილის შრატი  და დაიტანეთ თითი წვეთი ფრჩხილზე. დაელოდეთ 1-2 წუთი, სანამ საშუალება გაშრება, შემდეგ აიღეთ ხის ჯოხი მანიკურისთვის  და აკურატულად გადაწიეთ ნუნები ფრჩხილის ფუძესთან ახლოს.  ნუნების საკვნეტელით მოიცილეთ გაუხეშებული კუტიკულა, მაგრამ ძალიან სათუთად. თუ მოიჭრით ნუნას იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა, არსებობს  აქერცლილი ნუნების ან ინფექციის გაჩენის რისკი. 


ნაბიჯი 5: გამოიყენე დამატენიანებელი საშუალება
რა დროის განმავლობაში ატარებთ დღეში ფეხსაცმელს? როგორც მინიმუმ, 8-10 საათის განმავლობაში. დავამატოთ ამას კოლგოტები ან წინდები,  — თქვენი ფეხები ფაქტიურად კარჩაკეტილია თითქმის ნახევარი ცხოვრება. შედეგი: მშრალი და გაუხეშებული კანი,  პრობლემები ნუნებთან, კოჟრები და კოჟიჟები. ამაში გავერკვიეთ რამდენიმე ნაბიჯის უკან, მაგრამ იმისათვის, რომ ისინი მეტი არ გაჩნდნენ, მიიღეთ ჩვევად მოვლის სპეციალური საშუალებების გამოყენება. მაგალითად,შრატი კოჟრების და გაუხეშებული კანისთვის FEET UP ADVANCED. პირველი გამოყენების შემდეგ, ის მნიშვნელოვნად არბილებს კანს, ხოლო ერთ კვირაში ამცირებს კოჟრებსა და გაუხეშებულ კანს. შრატი შეიცავს ჩაის ხის ზეთს, სალიცილის მჟავას და მინერალების კომპლექტს ხანის დაცვისა და მოვლისთვის. 

ნაბიჯი 6: ნუ უგულებელყოფ  აქსესუარებს 
თუ ხშირად დადიხართ ქუსლებზე, აუცილებლად გამოიყენეთ ფეხის ქუსლების სილიკონის ბალიშები ან ქუსლების დამცავი სილიკონის ბალიშები და ფეხებში სიმძიმის შეგრძნების საწინააღმდეგო გელი, რათა შეამციროთ დისკომფორტის შეგრძნება დღის ბოლოს.

 ნაბიჯი 7: გაიადვილე ცხოვრება
საშუალოდ ცხოვრების მანძილზე  ჩვენ გავდივართ დაახლოებით ოთხას კილომეტრს. ეს საკმაოდ ბევრია. და ყოველთვის ეს გზა არ არის მარტივი. იზრუნე საკუთარ თავზე. მოიძიე დრო ფეხების მოსავლელად. ატარეთ სპეციალური ღაბაშები თუ ბრტყელტერფიანობა გაგაჩნიათ. დროულად წადით ექიმთან. ნუ ივლით ფეხშიშველი საერთო საშხაპეებში, აბანოებში ან საუნებში, ბასეინებში ან  სპა-სალონებში. შეარჩიეთ თქვენი  ზომის,  ხარისხიანი ფეხსაცმელი. ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ იმაში, რომ იაროთ მაღლა აწეული თავით და ისიამოვნოთ ყოველი ნაბიჯით.

ტექსტი: ფოტო: Oriflame