დაწყება
თავდაპირველად ფრჩხილიდან მოიშორე ძველი ლაქი. ნუნების დასარბილებლად გაიკეთე თბილი აბაზანა.
იდეალური სიგრძე
დაიმოკლე ფრჩხილები და სპეციალური ფრჩხილის ქლიბით მიეცი ფორმა. ქლიბის გამოყენება შესაძლებელია ერთი მიმართულებით, ფრჩხილის იდეალური სიგრძე - თითის ბალიშებამდეა.
არ გააკეთო ეს!
არ დაისველო ფრჩხილები ლაქის წასმამდე. ლაქი აუცილებლად დასკდება.
ნუნების მოვლა
ნუნები ფრჩხილის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვუაროთ. დაირბილეთ ნუნები და შემდეგ სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით გამოიწიეთ. ბალზამის წასმამდე, ნუნების დასარბილებლად დაიმუშავეთ ისინი სკრაბის მეშვეობით.
როგორც შუშა
ლაქის თანაბარი წასმისთვის, ფრჩხილის ზედა ნაწილი აუცილებლად გაიქლიბე.
ბოლო შტრიხი
ლაქის წასმის შემდეგ ზევიდან გადაისვი ფრჩხილის გასამაგრებელი საშუალება. ლაქის გაშრობის შემდეგ კი შეგიძლია წაისვა განჭვირვალე ლაქი მბზინავი ეფექტისთვის.