მქრქალი ფერები

ამ სეზონის მაკიაჟის მთავარი ტრენდი – მქრქალი ეფექტი. ის მოსწონთ როგორც წამყვან სტილისტებს, ასევე ვარსკვლავებს, რომლებიც ატარებენ მქრქალ ტუჩის საცხს, როგორც წითელ ხალიჩაზე, ასევე ყოველდღიურად. ჩვენ შევარჩიეთ შენთვის რამდენიმე ნიმუში: შეხედე და იხელმძღვანელე!

მქრქალი ტუჩის საცხის პოპულარულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ტუჩზე უფრო დახვეწილია, ვიდრე ჩვეულებრივი პრიალა ტუჩსაცხი. გარდა იმისა, რომ მქრქალი ტუჩსაცხი არ "იდღაბნება", გამოირჩევა მდგრადობით და არ საჭიროებს ხელმეორედ წასმას. ეს არის ყველაზე მარტივი მეთოდი გამომხატველი, შთამბეჭდავი და მოდური იმიჯის შესაქმნელად. 

ვინ სარგებლობს ასეთი ტუჩსაცხით!

 

ემმა სტოუნი და მქრქალი ვარდისფერი
ჩვენ მოვიხიბლეთ ამ იმიჯით: მკვეთრი, ნამდვილად საშემოდგომო ინტენსიური ფერები. მზინავი კანი, მოვლილი წარბები და ტუშის რამდენიმე ფენა, გამოკვეთს მხოლოდ ტუჩებს. 

 

  


რიანას მაყვლისფერი ტუჩები 
რიანა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, ხოლო მისი ტუჩსაცხის ხავერდოვანი და მქრქალი ეფექტი იპყრობს ყურადღებას. ამავდროულად ის ქმნის ყველაზე აქტუალურ – სეზონისთვის აუცილებელ იმიჯს.

 

 

 

 

კარამელი კაილი ჯენერის სტილში
ყავისფერი ფერები კვლავ ბრუნდება! კაილი ჯენერის შუკოლადისფერი ტუჩები 90-იანი წლების სტილში  – ამის დასტურია. მიაქციე ყურადღება: კაილი არასოდეს იყენებს მბზინავ საცხს, არამედ მხოლოდ ფერს, რომელიც ყველაფრის მთქმელია. 

 

 

 

 

სიენა მილერი და  ბუნებრივი მქრქალი
შეფერილობა ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს "ზეციური" ვარსკვლავი გამოჩნდა საზოგადოებაში მაკიაჟის გარეშე. მთელი საიდუმლო ამაში მდგომარეობს! ეს იმიჯი მიმართულია გააოცოს გარშემომყოფნი და გამოკვეთოს თავისი ბუნებრივი სილამაზე. 



 

 



ტექსტი: ფოტო: Getty images