სახის კორექცია?
ნუ ნერვიულობ: ეს არის მხოლოდ მაკიაჟის პროფესიული ტექნიკა, რომელიც საშუალებას გაძლევს დააკორექტირო სახის ტონი სპეციალური პროდუქტების დახმარებით.
მჭირდება კი ეს?
სახის კორექცია მაკიაჟის მეშვეობით დაეხმარება ყველას, ვინც კანის არათანაბარ ტონს ებრძვის. მუქი წრეები, პიგმენტური ლაქები, პოსტ-აკნე ან სიწითლე — ყველა ეს «არასრულყოფილება» შეიძლება შესწორებულ იქნას გარკვეული ფერების გამოყენებით. და ეს სულაც არ არის რთული!
როგორ მუშაობს?
ტექნიკა ეფუძნება ფერითი წრის პრინციპს. ფერები, რომლებიც წრეზე ზუსტად ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს არიან განლაგებულნი, ანეიტრალებენ ერთმანეთს. მწვანე ანეიტრალებს წითელს; ნარინჯისფერი გადაფარავს ცისფერს, ხოლო ყვითელი უმკლავდება იისფერს.
და პრაკტიკასთან უფრო ახლოს რომ ვიყოთ?
დასაწყისისთვის შესაბამისი ნაკრები დაგჭირდება. დაიწყე მაკორექტირებელი პუდრი ფიქსატორი The ONE — მისი ჩრდილები ნებისმიერ სიტუაციაში გადაგარჩენს!
მაკიაჟის დაწყების წინ დაიტენიანე კანი. მაკორექტირებელი პროდუქტების წასმისას გამოიყენე ფუნჯი კონსილერისთვის F05 — ჩრდილი თანაბრად გადაანაწილე კანზე მსუბუქი ტაშის დაკვრისებრი მოძრაობებით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენე თითების ბალიშები. დასასრულს წაისვი ტონალური საშუალება და ყველაფერი თანაბრად გადაანაწილე მაკიაჟისთვის განკუთვნილი სპონჟის მეშვეობით.
რომელი ფერი გამოვიყენო?
მწვანე ფერი ნებისმიერ სიწითლეს ან მუწუკებს შენიღბავს. იისფერი — კარგია დალურჯებული ადგილების ან პიგმენტური ლაქების დასაფარავად. ხოლო ყვითელი — ფერი შესანიშნავი არჩევანია თვალების ქვეშ არსებული მუქი წრეების და აგრეთვე უმნიშვნელო სიწითლის დასამალად. შენ ასევე შეგიძლია გამოიყენო ნარინჯისფერი ჩრდილები თვალების ქვეშ ზონის გასაღიავებლად და ცისფერი ტონის გასანეიტრალებლად. აი, ასეთი კოლორისტიკაა!