იზრუნე კანზე ყოველ დღე
დღესასწაულების დროს ცოტა დასვენება შეგიძლია და ეს ჩინებულია. მაგრამ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა შენი კანის ყოვედღიურ მოვლაზე. ყურადღება გაამახვილე ორ ძირითად ეტაპზე: გაწმენდა და დატენიანება. სადღესასწაულო წვეულებები მკვეთრი და გამომხატველი მაკიაჟის გაკეთების დიდი ცდუნებაა! მიჰყევი სულიერ აღტყინებას, უბრალოდ მეტი ყურადღება დაუთმე კანის საგულდაგულო გაწმენდას.
დალიე ბევრი წყალი
ჩვენ დიდხანს ველოდით, როდესაც შევძლებდით ოჯახურ შეკრებებზე ყველა ამ წარმოუდგენლად გემრიელი კერძების და სასმელების მირთმევას. მაგრამ კანის მდგომარეობაზე ისინი საუკეთესო გავლენას არ ახდენენ. ზედმეტი ალკოჰოლი — ეს არის გაუწყლოება და მკრთალი, უფერული გარეგნობა დილით — არადა, უკვე შემდეგი წვეულებისთვის მომზადების დროა! ჩვენი რჩევაა: დალიე დიდი რაოდენობით წყალი ყოველი დღესასწაულის დროს და მის დაწყებამდე.
არ ინერვიულო
ჩვენ ყველამ ვიცით ოჯახური შეკრებების წვრილმანები: ზოგჯერ ისინი ნერვებს გვიშლიან. ხოლო ნებისმიერი სტრესი მყისიერად აისახება კანზე! რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესია უთანხმოების დავიწყება, თუნდაც დღესასწაულებზე. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ უსიამოვნებების თავიდან აცილება შეუძლებელია? ამიერიდან წვეულებისთვის მზადების ჩექლისტში მეტიდაცია შევა. მოამზადე არომატული ჩაი, მიუძღვენი დრო საკუთარი თავის მოვლას და წაიკითხე საყვარელი წიგნი.
არ დაგავიწყდეს ჯანსაღი კვების შესახებ
ვინ სთქვა, რომ დღესასწაულები ეს არის მარტოოდენ მძიმე მავნე საკვები? არ დაგავიწყდეს მაგიდაზე ჯანსაღი კერძების დაწყობა. ამ პერიოდში კანს განსაკუთრებით ჭირდება ვიტამინების და მინერალების მიღება. მოამზადე მსუბუქი სალათი სეზონური ბოსტნეულისგან — ისინი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავენ, რომლებიც კვებავენ კანს და ეხმარებიან მას სტრესის დაძლევაში.
გამოიძინე
ზოგჯერ გვიწევს არჩევანის გაკეთება ჯანსაღ ძილსა და წვეულებაზე მხიარულებას შორის. მაგრამ ძილის ნაკლებობა — ეს არის შესიებული უპეები თვალების ქვეშ და კანის რუხი ფერი. ტერმინი «სილამაზის სიზმარი» უბრალოდ არ მოიგონეს: შენ დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6-8 საათი გჭირდება იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდე.