ბუნებრივი მაკიაჟი

ბუნებრივი ან ნეიტრალური მაკიაჟი – ეს პირველ რიგში ზუსტად შერჩეული ტონი და ნეიტრალური ჩრდილებია, რათა ხაზი გაუსვა შენს ბუნებრივ სილამაზეს.

1. ფუძე 
პირველად BB-კრემის დახმარებით ან მქრქალი ფუძის საშუალებით აუცილებელია გაათანაბრო კანის ტონი – ამ ეტაპზე შენი ამოცანაა არ დაფარო რაც არ უნდა მოხდეს არამედ ხაზი გაუსვა შენი კანის ჩრდილის ბუნებრივ ელფერს. 

2. ჩრდილი 
ფუნჯის მეშვეობით დაიტანე ნათელი ნეიტრალური ჩრდილები ქუთუთოს ზედა მხარეს. არ გადააჭარბო: შენი ამოცანაა გააკეთო თვალზე მსუბუქი აქცენტი.

3. გამოკვეთე 
რბილი ყავისფერი ფანქრით გაუსვი ხაზი ზედა და ქვედა წამწამებს. შემდეგ იგივე ფანქრით გაამუქე მოძრავი ქუთუთოს საზღვარზე – იმოქმედე ფრთხილად. გახსოვდეს, რომ შენი ბოლო ამოცანა მდგომარეობს იმაში რათა მიაღწიო ბუნებრივ ეფექტს. დასასრულს დაიტანე წამწამზე ტუში – ყველაზე მეტად მოგიხდება დამაგრძელებელი და გამყოფი. 

4. ფერუმარილი 
აიღე ფუმფულა საშუალო ზომის ფუნჯი, ცოტა ფერუმარილი და დაიტანე ლოყებზე. მოძრაობა უნდა იყოს სახის გარე კონტურიდან ცხვირის მიმართულებით. პუდრის ჩრდილი უნდა იყოს რაც შეიძლება ახლოს შენი კანის ფერთან. ასევე მიაქციე ყურადღება, რომ დატანის შემდეგ სახეზე არ დარჩეს მკვეთრი ხაზები. 

5. ტუჩები 
საბოლოო შტრიხი - დაიტანე ტუჩზე ბუნებრივი გამის კრემისფერი საცხი. 


ტექსტი: ფოტო: F/W Trend Book