მამაკაცები: თავის მოვლის ხელოვნება

სწორად თავის მოვლა არ უნდა მოითხოვდეს დიდ დროს, მცირე ცვლილებები შენს ყოველდღიურ რუტინაში დაგეხმარება გამოიყურებოდე საუკეთესოდ რამდენიმე წუთში.

1. შხაპის ნაკრები

იმ რამდენიმე წუთში, რასაც შხაპის მიღებისას ატარებ, შეიძლება გახდე არამარტო უფრო სუფთა არამედ შემატო კანს სასიამოვნო არომატი. ამისათვის შენ გჭირდება აირჩიო შხაპის გელი, რომელიც შეესაბამება შენს ტუალეტის წყალს. ასევე შეგიძლია გამოიყენო ერთი და იგივე საშუალება მთელი სხეულისთვის, სახისთვის და თმისთვის. მაგრამ ჩვენ გირჩევთ არ გააკეთოთ ეს. პირველ რიგში გაარკვიე შენი თმის ტიპი და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიე თმის საშუალება. მაგალითად, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Nord გამოდგება იმისთვის, რომ მოიშორო  თეთრი «ფანტელი» მხრებიდან. შემდგომ შეარჩიე დასაბანი საშუალება, რომელიც ებრძვის სიბერეს, არათანაბარ ტონს ან გამონაყარს - იმის მიხედვით თუ რა პრობლემა ახასიათებს თქვენს კანს.


 


2. ახალგაზრდული იერი

ჩვენ ვართ კანის მოვლის ოთხსაფეხურიანი სისტემის მომხრე და გირჩევთ ჩაიტაროთ შესაბამისი პროცედურები ყოველდღე. მაგრამ თუ ეს მეტისმეტად გეჩვენება, როგორც მინიმუმ გამოიყენე დღის კრემი მაღალი SPF დაცვით. სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები ეწინააღმდეგება  დაბერების პროცესს და ანიჭებს შენს კანს განახლებულ შეფერილობას, რომელიც მთელი დღე განიცდის გარემო პირობების აგრესიულ ზემოქმედებას.  ჩვენ ასევე გირჩევთ ისარგებლოთ თვალის გარშემო თვალის კრემით, რომელიც მოგაშორებთ შეშუპებას და ჩამუქებულ უპეებს. მაგალითად, სამმაგი მოქმედების თვალის ბალზამი მამაკაცებისთვის Nord



3. იზრუნე თმაზე
თუ გაგიმართლა და შენი თმა ხშირი და ტალღოვანია, შეგიძლია თავისუფლად ისარგებლო ვარცხნილობის დასაყენებელი ცვილით, ხოლო თუ არ გაქვს ხშირი თმა გამოიყენე უფრო მსუბუქი საშუალებები, მაგალითად  სპრეი ან პუდრი.
Чრაც შეეხება სახეზე თმას, სანამ შეეხები კანს სამართებლით არ დაგავიწყდეს ქაფის და საპარსი კრემის შესახებ, გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სამართებელი გავლე თბილ წყალში პარსვის დროს. ეს აუმჯობესებს პარსვის პროცესს.

"დამატენიანებელი საშუალება დაგეხმარება შეინარჩუნო რბილი და სასიამოვნო კანი ხელებზე" 

4. ფინალური შტრიხი
კარგი პედიკური აუცილებელია სეზონის მიუხედავად. შხაპის მიღების შემდეგ, სანამ შენი კანი რბილია მოიცილე მკვდარი უჯრედები პემზის საშუალებით ქუსლებიდან. დაიმოკლე ფრჩხილები და მოიშორე ნუნები. თუ შეგწუხა ფეხის არასასიამოვნო სუნმა, ისარგებლე ჩვენი პოპულარული ბრენდით Feet Up, რომელიც დაგიცავს არასასურველი სუნისგან.

ეს ეხება ხელებსაც. არ არის არაფერი ისეთი განმზიდავი, როგორც მოუვლელი ფრჩხილები მამაკაცის ხელებზე. დაიმოკლე ის ერთხელ კვირაში და გამოიყენე  ფრჩხილის სპეციალური ჩხირი, რათა ყველაფერი აკონტროლო. სპეციალური ხელის დამატენიანებელი საშუალება დაგეხმარება შეინარჩუნო რბილი და სასიამოვნო კანი ხელებზე.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock