სხეულის მოვლა
ასაკთან ერთად ჩვენ ყველა ვდგებით მშრალი კანის პრობლემის წინაშე მიუხედავად მისი ტიპისა. ეს დაკავშირებულია ცხიმის რაოდენობის ცვლილებასთან ორგანიზმში, ასევე რეგენერაციის პროცესების შენელებასთან, რასაც მივყავართ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების შემცირებამდე. იმისათვის, რომ შევებრძოლოთ კანის სიმშრალეს, აუცილებელია სისხლის მიმოქცევის სტიმულირება და კანის განახლება. ისარგებლე სკრაბით კვირაში ორჯერ, არ დაგავიწყდეს კანის დატენიანება ყოველი პროცედურის შემდეგ და არ დატოვო უყურადღებოდ ხელები: ყოველდღე დაიტანე მასზე დამატენიანებელი კრემი. დამატებით კვებისთვის დაიტანე კრემი ძილის წინ. შენ გაგიკვირდება რამდენად ხავერდოვანი და ტენიანი გახდება შენი კანი დილიდან.
სახის მოვლა
იმის მიუხედავად თუ როგორ ვბერდებით, კოლაგენის ბოჭკოები ხდება ნაკლებად ელასტიური და იშლება ,რასაც ნაოჭების გაჩენამდე მივყავართ, იწვევს სიმშრალეს და კანის ფერის ასაკობრივ ცვლილებას. ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება გამოიჩინო სწორი მოვლის საშუალებების მიმართ და შეიძინო ისეთი პროდუქტი, რომელიც შენ მოგიხდება. პირველ რიგში შენ კანს კვება სჭირდება – მიაქციე ყირადღება პროდუქტებს, რომლებიც სოიოს ბოჭკოვან უჯრედებს შეიცავს. ის უზრუნველყოფს აუცილებელ ტენიანობას და ამცირებს სიბერის ნიშნებს (მაგალითად ნაოჭებს), დაუბრუნებს რა კანს სიმკვრივეს. სწორი მოვლა შედგება წმენდისგან, რომელიც აშორებს კანს ზედმეტ ჭუჭყს, მნიშვნელოვანია შრატით სარგებლობა, თვალის ირგვლივ კანის მოვლა და ძირითადი მოვლა დღის ან ღამის კრემის ინტენსიური გამოყენებით.
მაკიაჟი
იცი თუ არა, რომ არათანაბარი კანის ტონი ვიზუალურად აბერებს უფრო მეტად ვიდრე ნაოჭები? ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო მაკიაჟის ფუძე – კარგი ფუძე და პრაიმერი – აბსოლიტური must-have-ია ზრდასრული კანისთვის. დაიტანე პრაიმერი დამატენიანებელი საშუალების ზემოდან – ის ათანაბრებს კანს და გეხმარება შეინარჩუნო მდგრადი მაკიაჟი. შემდეგი ნაბიჯი - ანტიასაკობრივი ტონალური ფუძე. მისი წასმის შემდეგ ისარგებლე კონსილერით, რათა დაფარო დეპიგმენტაცია, გამონაყარი კანზე და მუქი წრეები თვალის გარშემო. მთავარი წესია: გაექცე ბზინვარებას. მბზინავი საშუალებები ქმნიან «ბატის ფეხებს» და ნაოჭები უფრო შესამჩნევია. მის მაგივრად გამოიყენე დაბურული ჰაილაიტერი ან ჩრდილები და დაიტანე ისინი წარბების ქვემოთ რის შემდეგაც გამოკვეთე წარბები ფერით. ცოტაოდენი ვარდისფერი ან ატმისფერი ფერუმარილი ღაწვებზე – და შენი მაკიაჟი მზად არის!