იდეალურად გლუვი კანისთვის Giordani Gold Metamorphosis

ორიფლეიმში გაჩნდა პირველი ტონალური კრემი ინოვაციური ტექსტურით: კანთან შეხებისას ის იცვლება კრემისებურიდან ფხვნილისებურში. ფერუმარილი, გამამქრალებელი ხელსახოცები, და გამუდმებით იმაზე ფიქრი, ზედმეტად ხომ არ პრიალებს შენი კანი — წარსულს ჩაბარდა. მდგრადი დაფარვა მთელი დღის განმავლობაში! შევამოწმოთ?

 

  

  

  

ყოველთვის გიყვარდა კოსმეტიკა?

მაკიაჟის გაკეთება ვისწავლე და შემიყვარდა ორიფლეიმში მოსვლის შემდეგ. სამსახურში სულ ვატესტირებს ჩვენს პროდუქტებს — და ასე მივეჩვიე მაკიაჟის გაკეთების სპეციფიკას. ეს ძალიან მახალისებს და მიქმნის საუცხოო განწყობას მთელი დღის განმავლობაში.

ტონალური ფუძე თუ შედის შენს ყოველდღიურ მაკიაჟში?

ადრე ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო პრაქტიკული: კანი იღლება, არ სუნთქავს, მაგრამ ახალი ტონის Metamorphosis გამოყენების შემდეგ აზრი შევიცვალე. მისი ნაზი ტექტურა დიდხანს ინარჩუნებს მდგრადობას, ნიღბავს ყველა ვიზუალურ დეფექტს და ვურჩევს ყველა ჩემს ახლობელს მის გამოყენებას. 

მუსი — ეს ჩემი საყვარელი ტექსტურაა და
ჩემთვის მნიშვნელოვანია შეღებვის მომენტი მანიჭებდეს სიამოვნებას.

მდგრადობა, კომფორტი და ცოცხალი სახე მთელი დღის განმავლობაში, თითქოს ახლახან შევიღებე. ამიტომ ახალი Giordani Gold Metamorphosis შესანიშნავად მიხდება.

 

  

როდის გაიკეთე შენი პირველი მაკიაჟი?

მე-8 კლასში დავიწყე კოსმეტიკასთან ექსპერიმენტების ჩატარება: თვალის ჩრდილები, ტუში, ფანქრები. ძალიან საინტერესო იყო ჟურნალებში მასტერ-კლასების კითხვა: ყველა დავალებას და რჩევას საკუთარ თავზე ვცდიდი, მერე მაკიაჟს ვიშორებდი. ასე სკოლაში ან ქუჩაში არ გავდიოდი — მხოლოდ სახლში..

ტონალური კრემის რომელი თვისებებია შენთვის  — პრინციპის საკითხი?

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სახეზე დატანება იყოს კომფორტული, რომ ტონი კარგად დაეფინოს, დაფაროს მცირე ხარვეზები და გაათანაბროს კანი. არ მიყვარს მაკიაჟის შესწორებებზე დროის დახარჯვა, ამიტომ ვეძებ ისეთ საშუალებას, რომელთან ერთად არავითარი უსიმოვნება არ მოხდება დღის ბოლომდე. 

ტონალური საშუალების შეძენამდე, ძალიან ყურადღებით ვკითხულობ შემადგენლობას იმიტომ, რომ ტონს ყოველდღე ვიყენებ.

შესანიშანავია, რომ ახალ Giordani Gold Metamorphosis-ში სასარგებლო ექსტრაქტები დაამატეს.

და სად გაქრა ლამაზი ფლაკონი?

შეფუთვას მნიშვნელობა არ აქვს, მე ფუნქციურობის მომხრე ვარ. მიყვარს ტუბები: ისინი მსუბუქია, გაცილებით უფრო ადვილია მათი წაღება მოგზაურობისას.

 

 

რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში მაკიაჟს? 

შეღებვა დავიწყე დაახლოებით სკოლის დამამთავრებელ კლასებში უბრალოდ მოსინჯვა მინდოდა და თავი უფრო მოზრდილად მეგრძნო. ახლა უბრალოდ ცხოვრება აღარ შემიძლია მაკიაჟის გარეშე. ეს არის ჩემი ცხოვრების სავალდებულო და საყვარელი რიტუალი ყოველ დღე. დასვენების დღეებშიც კი!

თვალ-ყურს თუ ადევნებ სილამაზის ტრენდებს?

დიახ, მაგრამ არ ვცდილობ მათ მყისიერ მოსინჯვას. ჩემი მაკიაჟი ყოველთვის ახლოს დგას ნატურალურთან, შემიძლია სულ 10-15 წუთში ჩავეტიო: პრაიმერი, ფერუმარილი, ჰაილაითერი, ზოგჯერ ტონალური საფუძველი, ყოველთვის ტუში და თვალის ჩრდილები. ჩვეულებრივ, ხაზს ვუსვამ თვალებს და არა ტუჩებს. კოსმეტიკური საშუალებები დიდი რაოდენობით მაქვს: მიყვარს მოსინჯვა და ამიტომ ვყიდულობ ბევრს, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველა საშუალება ერთაბაშად და ერთ ჯერზე გამოიყენო!

ტონალურ კრემს ყოველდღე ისმევ?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანს ეს ჭირდება, როდესაც მსურს ის უფრო თანაბარი და სრულყოფილი გავხადო - მაგალითად, როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ ან სახლს გარეთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დროს ვატარებ.

მე განსაკუთრებით მომთხოვნი ვარ სახის მაკიაჟის საშუალებების მიმართ, რადგან ისინი ქმნიან  სუფთა ტილოს მთელი დანარჩენი იერსახისთვის. 

ჩემი სააბაზანოს თაროზე ტონალური ფუძის უზარმაზარი რაოდენობა დევს, ნახევრად გამჭვირვალედან მკვრივამდე, კლასიკურით დაწყებული, BB და CC-კრემებით დამთავრებული. მე მომწონს დასრულების, ტექსტურის და დაფარვის ხარისხის შერჩევა ჩემი კანის მოთხოვნილებების, ამინდის, დღის გეგმების გათვალისწინებით ან უბრალოდ, გუნება-განყობილებიდან გამომდინარე.  

მსოფლიოს ყველა ქალისთვის ერთი მეიქაფ-რჩევის მიცემა რომ შეგეძლოს, რა იქნებოდა ის?

იყავი ბუნებრივი და  ნუ გამოიჩენ ზედმეტ გულმოდგინებას!

Giordani Gold Metamorphosis — ეს არის პირველი ინოვაციური ტონალური ფუძე, რომლის ტექსტურა კანთან შეხებისას იცვლება კრემისებურიდან პუდრისებურზე MetaReactive ტექნოლოგიის წყალობით.

ეს საშუალება ფარავს დაღლილობის ნიშნებს, ქმნის მკვრივ მქრქალ დაფარვას მთელი დღის განმავლობაში და არ საჭიროებს პუდრის შეფრქვევას (ოდნავ მოპუდვრას).

ზღვის წყალმცენარეების ექტრაქტი კვებავს კანს, ატენიანებს და მატებს ელასტიურობას, უნიკალური 3D-პიგმენტები და Oil Control ტექნოლოგია ნიღბავს დეფექტებს და სრულყოფილი მქრქალი დასრულების გარანტიას იძლევა.

ტექსტი: ფოტო: Oriflame