ვხატავთ ცისფერ ისრებს

არ არის აუცილებელი თვალის კონტურული ფანქარი იყოს შავი. «ელეკტრიკ ლურჯ» ფერსაც თვალის დახამხამებაში შეუძლია გახადოს შენი იმიჯი უფრო გამომხატველი. იხელმძღვანელე ჩვენი რჩევებით.

Eyeliner

1
ქვედა წამწამების ხაზი

მეტალიკის ფერის ფანქრით დაიხატე ქვედა ქუთუთოს შიდა ხაზი. მაქსიმალური ეფექტისთვის აირჩიე ხასხასა მწვანე ფერი.


Eyepencil



2

ზედა წამწამების ხაზი

ახლა ლურჯი თვალის ფანქრის მეშვეობით გაავლე ხაზი ზედა წამწამების გასწვრივ. ლურჯი და მწვანე ფერები შეავსებენ ერთმანეთს და წარმოქმნიან გამომხატველ ფერად ეფექტს.

Eyeliner


3

თხევადი კონტურული ფანქარი

უფრო მეტად რომ გავუსვათ ხაზი თვალის ფორმას, შავი თხევადი კონტურული ფანქრით გაავლე თხელი ხაზი ზედა და ქვედა წამწამების გასწვრივ. ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად, რომ არ დავუშვათ ფერების ერთმანეთში შერევა.

Eyeliner



4

ისრები და ტუში
 

და ბოლოს დაიხატე ისრები და წაისვი ტუშის რამდენიმე ფენა.   

დასრულებულია! თამამი და ექსპრესიული თვალის მაკიაჟი ოთხი მარტივი საფეხურით. 

ტექსტი: ფოტო: Benjamin Vnuk & Jonas Carmhagen