კოსმეტიკის ჩანთა ახალბედებისთვის

ტუში, ტუჩის ბალზამი და გავიქეცი — შენი ისტორიაა? გინდა დაეუფლო მაკიაჟის წასმის ტექნიკას, მაგრამ იბნევი მრავალფეროვანი კოსმეტიკური საშუალებების დანახვისას და არ იცი, საიდან დაიწყო? ჩვენ გიამბობთ, როგორ გაუსვა ხაზი ნებისმიერ იმიჯს მაკიაჟის მეშვეობით ისე, რომ ამას ერთ საათზე მეტი დრო არ დასჭირდეს და მთელი ქონება არ შეეწიროს. სცადე!

1. დილის მაგია 
სახლიდან 15 წუთის წინ უნდა გასულიყავი, შენ კი მხოლოდ ახლა დაასრულე ბლუზის დაუთოება და ყავის დასხმა. რომელ მაკიაჟზეა საუბარი? სწრაფი, მარტივი და სუფთა!

— დაიტანე მსუბუქი ტონალური ფუძე  ჩამუქებულ უპეებზე, შეწითლებულ ადგილებზე და გამონაყარზე. თუ შენი კანით კმაყოფილი ხარ, შემოიფარგლე პუდრით.
— გაიღიმე და ღაწვებზე წაისვი ღია ფერის ფერუმარილი — მასთან ერთად შეუდარებელი იქნები. 
— ახლა ტუშის  ჯერი დადგა. წამწამების აპრეხვისას ფუნჯი შენსკენ მიმართე და ისეთივე მოძრაობები შეასრულე, როგორც მრგვალი ჯაგრისით თმის ვარცხნილობის გაკეთებისას ასე წამწამებს შეუდარებელ მოცულობას მიანიჭებ. ტუჩებზე კი გადაისვი მკვებავი ტუჩის ბალზამი.

2. საზოგადოებაში გასვლა 
ამოცანას ვართულებთ: სამსახურის შემდეგ მიდიხარ თეატრში, პაემანზე ან კოქტეილის წვეულებაზე მეგობრებთან ერთად. ორიოდე მოძრაობა და მაკიაჟი შენი დღის იმიჯს საღამოს იმიჯად გადააქცევს.  

— შეავსე თვალის ფანქარით წამწამებს შორის პრობლემური ადგილები. ეს გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ისრების დახატვა, მაგრამ დამიჯერე, უარესად არ მუშაობს და მზერას ანიჭებს მეტ სიღრმეს.

— ქუთუთოებზე დაიტანე ღია ფერის მოციმციმე ჩრდილი და დაამატე ტუშის კიდევ ერთი ფენა. ტუჩებზე კი გადაისვი ატმისფერი მზინავი საცხი.  

3. ეს ჩემი წვეულებაა
წვეულებაზე წასასვლელად ემზადები? სცადე კომფორტის ზონიდან გასვლა! არ არის აუცილებელი იყო ტოპ-ვიზაჟისტი იმისათვის, რომ ერთმანეთს შეუხამო ფერადი ჩრდილები და მკვეთრი ფერის ტუჩსაცხები. გაერთე, იმხიარულე და იყავი გამბედავი.

— მთელ ქუთუთოზე წაისვი თბილი ყავისფერი ჩრდილები, ისინი გამოკვეთს ნებისმიერი ფერის თვალებს. ამის შესასრულებლად შეგიძლია პირდაპირ თითი გამოიყენო!
— ტუჩებისთვის შეარჩიე მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი. თუ თანაბარი კონტური არ გამოგდის, ტუჩის ფანქარი და თხელი ფუნჯი — შენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან.
— არ დაგავიწყდეს ფრჩხილის ლაქი: შეარჩიე ის იმგვარად, რომ მაკიაჟს, ტანსაცმელს და აქსესუარებს მოუხდეს.
ტექსტი: ფოტო: Oriflame