როგორ გამოვიყენოთ კოსმეტიკა 100% და როგორ გავაკეთოთ ბიუჯეტის ეკონომია?

საწყენია, როდესაც საყვარელი პროდუქტები გვიმთავრდება. მაგრამ, ნუ მოიწყენ, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავუხანგრძლივოთ ვადა საყვარელ საცხს, ტუშს ან ტონალურ ფუძეს, ბიუჯეტის დაცვით. დავიწყოთ!

ტონალურ ფუძეს დაამატე ცოტაოდენი დამატენიანებელი კრემი (ან ბრონზატორი)
ჩვეულებრივი ისტორია: ტონალური კრემი ცოტაღა დარჩა, გადასაგდებად კი გენანება. ასე მოიქეცი. პირველი: ტონალური ფუძის ფლაკონში მცირეოდენი საყვარელი დამატენიანებელი კრემი დაამატე. მეორე: კარგად შეანჯღრიე ფლაკონი.  მესამე: შეურიე ბრონზერს დამატენიანებელი სითხე. შენ უკვე დამატენიანებელი ტონალური კრემი გაქვს მატონიზირებელი ეფექტით (ან მის გარეშე)

გამოიყენე ტუჩის საცხი 100%-ით
ფიქრობ, რომ საცხი უკვე დაგიმთავრდა? საცხის ნარჩენების ამოღება ტუბის ძირიდან შესაძლებელია ბამბის ჩხირებით. თუ კიდევ გსურს ეკონომიის გაწევა, საცხი ფერუმარილის სახით გამოიყენე და წაისვი ღაწვებზე. 

შეცვალე საპარსი კრემი თმის კონდიციონერით
დიახ, შენ არ შეცდი: ეს რეალურად მუშაობს. თმის ჩვეულებრივი კონდიციონერით გაპარსვა უსაფრთხოდ და რბილად შეიძლება, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს. კარგად წაისვი კანზე კონდიციონერი მისი გაჭრის და გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით.  

არ გადააგდო ტუშის ფუნჯები
წამწამების ტუშის შეცვლა ყოველ სამ თვეში ერთხელ არის საჭირო — ეს ოქროს წესია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ფუნჯიც უნდა გადააგდო. გარეცხე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან გამდინარე წყლით თხევადი საპნის ან ბავშვის შამპუნის მეშვეობით, შემდეგ კი პირსახოცზე გააშრე. წარბების ჯაგრისი-სავარცხელი მზადაა! 

ამოიღე კრემის დოზატორი  
ტანის საყვარელი კრემი ცოტაღა დაგრჩა? მიიღე რადიკალური ზომები. ამოიღე დოზატორი და შეხედე ფლაკონის ფსკერს სულ მცირე, კიდევ ერთი-ორი გამოყენებისთვის გეყოფა. დოზატორს რამდენჯერმე დააწექი და გაოცდები, რამდენი კრემია მასში დარჩენილი. კრიტიკულ სიტუაციაში ფლაკონი გაჭერი

ტექსტი: ფოტო: Oriflame