Макияж для выпускного

მაკიაჟი გამოსაშვები საღამოსთვის

გამოსაშვები საღამო — შენი ცხოვრების ახალი ეტაპი. ეცადე გამოკვეთო ბუნებრივი მაკიაჟი და დახვეწილი ვარცხნილობა იმისათვის, რომ გამოიყურებოდე შენი ასაკის შესაფერისად.

დახვეწილი ვარცხნილობა ხაზს უსვავს ლამაზ კისერ და მხრებს, ხოლო ბუნებრივი მაკიაჟი აქცენტით წარბებზე, იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას.

Макияж для выпускного
მაკიაჟი
კანის მბრწყინავი ეფექტისთვის წაისვი სახეზე დამატენიანებელი კრემი მბზინავი ნაწილაკებით, შემდეგ სახის ტონის გამათანაბრებელი сс-კრემი. ასევე გამოიყენე ბუნებრივი შეფერილობის პუდრი  — ცხიმიანი ბზინვარების მოსაშორებლად. ტუჩებისთვის გამოიყენე ბუნებრივი ვარდისფერი-ტუჩის საცხი. აკურატულად მოიხატე წარბები, ეს ახალი სეზონის მაკიაჟის ყველაზე აქტუალური ტრენდია. გამოიყენე ფხვიერი ჩრდილები შუბლზე, თმის ზრდის ადგილების შესანიღბად. სუფთა დახრილი ბეწვის ფუნჯით მოხატე წარბები იმისათვის, რომ წარბებიბუნებრივი და ხშირი იყოს. ზედა წამწამები დატუშე.

ვარცხნილობა
ნოტიო თმაზე წაისვი ვარცხნილობის დასაყენებელი საშუალება, გაიშრე თმის საშრობით და დიდი მგვალი ჯაგრისით თმისთვის მოცულობის მისანიჭებლად. გაიყავი თმა შუაზე, დარჩენილი თმით კი გაიკეთე "კუდი", დაიხვიე ის კეფაზე და დაიმაგრე თმის სამაგრის მეშვეობით, და ბოლოს დააფიქსირე ლაქით.

Макияж для выпускногоბუნებრივი მაკიაჟი
ლამაზ ვარცხნილობასთან ერთად, აქტუალურია ბუნებრივი მაკიაჟი.


მაკიაჟი
ბუნებრივი მაკიაჟი რუჯის ეფექტით, შეგიძლიათ შექმნათ ორი ფერის ტონალური ფუძის შერევით. ღია ფერის დაიტანე შუბლზე, ცხვირზე, თვალების ქვეშ და ღაწვების ზედა ნაწილზე, უფრო მუქი — ლოყებზე, ნიკაპზე და ღაწვების ქვედა ნაწილზე. გამოკვეთე ღაწვები ბრინჯაოსფერი პუდრით. ასევე გამოკვეთე წარბები ფანქრის მეშვეობით, ზედა ქუთუთოზე დაიტანე ნეიტრალური ჩრდილები და ზედა წამწამები დატუშე მოცულობის მიმნიჭებელი ტუშის საშუალებით.

საბოლოო შტრიხი

ბუნებრივი შეფერილობის საცხი: გარუჯულ კანს მოუხდება ატმისფერი შეფერილობის საცხი, ღია კანს – ნეიტრალური ვარდისფერი.




ტექსტი: ფოტო: Oriflame