როგორ შევარჩიოთ ტუჩსაცხი

მქრქალი თუ გლუვი, ნახევრად გამჭვირვალე, მკვრივი ტექსტურა თუ ბზინვარება — ყოველთვის არ არის ადვილი ტუჩსახის არჩევა, მაგრამ ჩვენ დაგეხმარებით. წაიკითხე მეგზური და განაახლე შენი კოსმეტიკური ჩანთა.

1. თუ სახლში ჯდომა გიჭირს
სანამ ორგვლივ ყველას ზამთრის ძილქუში აწევს, შენ კარადიდან ციგურები გამოგაქვს და ქუჩაში გარბიხარ? გიყვარს რომანტიკული გასეირნება თოვის დროს და ზამთრის სპორტის სახეობები? ჩვენ ვამაყობთ შენით. მთავარია, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ყინვის დროს კანი სტრესს განიცდის და განსაკუთრებით ტუჩებს ხვდება წილად. გამოიყენე აღმდგენი ტუჩის ბალზამი SPF 12 Giordani Gold. ვიტამინი E, რომელსაც ბალზამი შეიცავს, ტუჩებს კვებავს, ჰიალურონის მჟავა ატენიანებს, ხოლო SPF-ფაქტორი იცავს მზის სხივებისგან (დიახ, დიახ, ის ზამთარშიც აქტიურია, თუმცა ძნელი დასაჯერებელია). თუ უფრო დიდი ფაქტორი გჭირდება, ყურადღება მიაქციე სიახლეს — დამატენიანებელი ბალზამი-დაცვა ტუჩებისთვის SPF 20 The ONEმსუბუქი მბზინავი ელფერი დაგეხმარება ჯანსაღი და კარგად მოვლილი იმიჯის შექმნაში —  ლამაზი და მშვენიერი ხომ ნებისმიერ ამინდში შეიძლება იყო.     

2. თუ ბლოგერების დიდება მოსვენებს არ გაძლევს
გინდა ქალღმერთი იყო? სწორი მაკიაჟის გარეშე იოლად ვერ გახვალ! მქრქალი ტექსტურები შესანიშნავად გამოიყურება ფოტოზე. აირჩიე თხევადი ტუჩსაცხი-მუსი The ONE Lip Sensation: მას აქვს მოდური, გლუვი და გაჯერებული ფერების და ჩრდილების ტრენდული პალიტრა. 

3. თუ უბრალოდ ბრწყინვა გსურს
ნუ უარვყოფთ: ბზინვარება — კვლავ მოდაშია. თუ შენც დიდი ხანია მოგენატრა ისინი, მაშინ ნუ დაწვრილმანდები — აირჩიე ტუჩის მზინავი საცხი The ONE Power Shine. ბრილიანტის ბზინვარება, მდიდარი ფერები, მოცულობის ვიზუალური გაზრდა — ახლა ასე სიარული არა მარტო 90-იანი წლების დისკოთეკაზე შეგიძლიათ, არამედ მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წასვლა და კოქტეილის საღამოს წვეულებებზე გამოჩენა.  

4. ან, მიხვიდეთ სამსახურში, როგორც წვეულებაზე
საქმიანი  იმიჯი — მოსაწყენად ჟღერს? ჩვენ ასე არ ვფიქრობთ! ოფიციალურ შეხვედრაზე ან გასაუბრებაზე შეგიძლია განაცვიფრო არა მარტო პროფესიონალიზმით, არამედ გარეგნობითაც. ყურადღება: განაცვიფრო და არა შეაცბუნო, ამიტომ გირჩევთ ექსტრემალური ჩრდილები საღამოსთვის შემოინახოთ. რაც შეეხება კლასიკურ პალიტრის ინტენსიურ ფერებს — ტუჩის სახცს Giordani Gold — ზედგამოჭრილი არჩევანია!    

5. მათთვის ვინც სირთულეების წინააღმდეგია
შენ უკვე დაგაბნია ამ ტექსტურებმა და დასრულებებმა, და უბრალოდ მაღალი კლასის ტუჩსაცხის პოვნა გინდა? აიღე: ტუჩის საცხი The ONE Color Obsession — სწორედ ასეთია, სიურპრიზების გარეშე. დაგრჩა აირჩიო: ნიუდი და დრამა. თუმცა, რატომ უნდა აირჩიო? აიღე ორივე!      

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame