დაატენიანე
სიცხე, კონდიციონერისგან წარმოქმნილი მშრალი ჰაერი – ზაფხულში გაუწყლოება გარდაუვალია. შეავსე დანაკარგები: ატარე თან წყალი, მაგრამ, თუკი მაინც ვერ შეიყვარე იგი, დაამატე პიტნა, კენკრა, ლიმონი ან ხილის ნაჭრები. ლიმონათი ცხოვრების ჯანსაღი წესის სტილში – და აი, ნაზი ტუჩების პირველი საიდუმლო!
გაიწმინდე
სახის და ტანის სკრაბები დიდი ხანია ათვისებული გაქვს განრიგის მიხედვით, მაგრამ უკანასკნელად როდის დაუთმე ყურადღება ტუჩებს? კანი ტუჩებზე გაცილებით უფრო თხელია, ვიდრე მთელ სხეულზე და თუ დროულად არ მოახდენ მკვდარი უჯრედების მოცილებას, ბალზამის დამატენიანებელი კომპონენტები უბრალოდ ზედაპირზე დარჩებიან. სკრაბი მარტივად შეგიძლია დაამზადო თვითონ: მაგალითად, ერთ ჩაის კოვზ თაფლში დაამატე ცოტაოდენი შაქარი და ჩაიტარე ტუჩების მსუბუქი მასაჟი. შედეგი – ნაზი, გლუვი, საზაფხულო კოცნისთვის მზადმყოფი ტუჩები!
აჩუქე ზრუნვა
დღის განმავლობაში შენ ამჩნევ, თუ როგორ ხდებიან ტუჩები ისევ და ისევ მშრალი და მოჭიმული: ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერი კლიმატის პირობებში, მაკიაჟით და მის გარეშე. ეს სავსებით ნორმალურია! შეიარაღდი ძლიერი დამარბილებელი ტუჩის ბალზამით – არჩევანი შენზეა. ჩაიდე ჩანთაში ან ჯიბეში.
გამოკვეთე შენი ბუნებრივი სილამაზე
ბუნებრივი შეფერილობა, მსუბუქი ბზინვარება და მოცულობა – აი, იდეალური ტუჩების რეცეპტი ფოტოსთვის, რომელიც მილიონობით მოწონებას დაიმსახურებს. ხაზი გაუსვი ტუჩების ფორმას ბუნებრივი საცხით, ხოლო ცენტრში დაამატე იგივე ბალზამი ან მბზინავი საცხი.