როგორ შევქმნათ უმწიკვლო კანის ეფექტი: იონას ვრამელის გაკვეთილი

მოდის და სილამაზის სწრაფად ცვალებად სამყაროში არის ერთი, რომელიც არასდროს გამოდის მოდიდან: ესაა ბრწყინვალე კანი და თუ შენ, მაშინაც კი, როდესაც არ შეგიძლია იტრაბახო შენი კანით, ორიფლეიმის გლობალური დირექტორი იონას ვრამელი გასწავლით, როგორ შექმნათ ბრწყინვალე კანი მაკიაჟის დახმარებით.

პრაქტიკული სამუშაო


ვფარავთ გამონაყარს 

" თქვენ გადჭირდებათ გამონაყარის ზონაში  თქვენი კანისთვის ზუსტად შესაფერისი ფუძე. აიღეთ პატარა ფუნჯი ფუძისთვის  და დაიდეთ სათანადო საშუალება წრიული მოძრაობით, რათა პიგმენტმა რაც შეიძლება, ღრმად შეაღწიოს კანში. ასეთი მეთოდი ასტიმულირებს აგრეთვე სისხლის მიმოქცევას.“


"მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ ფუძის დადებას, წაისვით კონსილერი. გამონაყარის დაფარვისთვის მე რეკომენდაციას ვუწევ კონსილერს – დაიდეთ იგი იმ ზონებში, რომელიც აუცილებლად უნდა დაიფაროს, და დააცადეთ 20 წამი, რათა გაშრეს, შემდეგ თითით ან აპლიკატორით აკურატულად გადაანაწილეთ. თუ აუცილებელია, პროცესი რამდენჯერმე გაიმეორეთ, სანამ გამონაყარი მთლიანად არ დაიფარება“


დავუბრუნოთ ბრწყინვალება მოდუნებულ კანს

"იმისათვის, რომ დავუბრუნოთ მოდუნებულ კანს ბრწყინვალება, თქვენ დაგჭირდებათ ჰაილაითერი. დაიდეთ იგი წარბების რკალის გასწვრივ წარბების «კუდის» ქვეშ (შეგიძლიათ ხაზი გააგრძელოთ ყვრიმალების დასაწყისამდე). შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თხევადი, ისე პუდრი-ჰაილაიტერი. იმისათვის, რომ დიდი ხნით დაუბრუნდეს თქვენს კანს ბრწყინვალება, გამოიყენეთ С ვიტამინი, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას."

”იმისათვის, რომ დავუბრუნოთ მოდულებულ კანს ბრწყინვალება, დაგჭირდებათ ჰაილაითერი."



თავიდან ავიცილოთ დაღლილი თვალების ეფექტი
"თვალების ირგვლივ კანი მეტად ნაზი და დელიკატურია, ამიტომ მისთვის საჭიროა მსუბუქი კრემის კონსილერი, რომელიც წვრილ ნაოჭებში არ ჩაჯდება. ამიტომ არ უნდა გამოვიყენოთ სქელი კონსისტენციის ან პუდრის საშუალებები."

"თუ თქვენი მუქი წრეების მიზეზი – თვალების ირგვლივ დაჭიმული კანია, შეგიძლიათ გამოასწოროთ სიტუაცია, თუ გააქტიურებთ სისხლის მიმოქცევას ამ ზონაში. აკურატულად დაიკაკუნეთ თითის წვერები თვალების ქვეშ. ეს ხელს შეუწყობს ზედმეტი სითხის გომოდევნას და აღმოფხვრის კანის გამუქებას, მაგრამ თუ გამოიხატება ჩამოკიდებული ან შეშუპებული კანით, დაიდეთ მასზე სპეციალური ქუთუთოს კრემი, რათა შემცირდეს შეშუპება მანამდე, ვიდრე დაიდებთ კონსილერს."

ტექსტი: ფოტო: Getty images