მილიონი ლაიქის ბრწყინვალება

THE ONE სერიაში ახალი თხევადი ჰაილაითერია THE ONE IlluSkin - ის შეუცვლელი პროდუქტია მბრწყინავი ეფექტის შესაქმნელად, ინსტაგრამის მოდელების სტილში. ორიფლეიმის ბიუთი-ექსპერტი გალინა ილინა მოგიყვება, თუ როგორ გამოიყენო ეს ახალი პროდუქტი.

თხევადი ჰაილაითერი THE ONE ILLUSKIN შესაფერისია ახალბედებისთვისაც, რომლებიც მაკიაჟის დამოყენებას ახლა იწყებენ: დელიკატური ტექსტურა ადვილად დაიტანება კანზე და საშუალებას გაძლევთ შექმნათ ნებისმიერი ეფექტი, ბუნებრივიდან დაწყებული ინტენსიური ბზინვარებით დამთავრებული. პროდუქტი კანს ბზინვარებას IlluSkin ტექნოლოგიის წყალობით სძენს. თხევადი სითხე მბზინავი ფხვნილისა და პიგმენტების ნაზავია, რომელიც ზრუნავს კანზე პანთენოლის, წიფლის კვირტის ექსტრაქტითა და კივის ხილის წყლით.

 

თხევადი ჰაილაითერი შეუცვლელია მაკიაჟში ფოტოს ან სელფის გადასაღებად: ის კვეთავს სახის სკულპტურას და სძენს კანს მბზინავ ეფექტს ისე, როგორც ინსტაგრამის ვარკვლავებს აქვთ. გამოიყენე პროდუქტის დატანის ტექნიკები ცალ-ცალკე ან ერთ მაკიაჟში - არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების ჩატარების!

1. მბზინავი ეფექტი მთელს სახეზე

თუ შენ გსურს მთელს შენ სახეს მიანიჭო მბზივანი ეფექტი თანაბრად, ამ შემთხვევაში შეურიე ტონალური ფუძე ჰაილაითერს. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე გგონია. არ ინერვიულო ზედმედ გაჭუჭყიანებაზე ან შერევის პროცესზე. უბრალოდ დაუმატე შენს საყვარელ ტონალურ ფუძეს (რედაქტორი გირჩევს ტონალურ ფუძეს THE ONE Everlasting Sync) რამდენიმე წვეთი ჰაილაითერი მაკიაჟის ღრუბლის სილიკონის მხარეს და დაიწყე სახეზე მისი დატანა. ამ დროს შენს მიერ შერჩეული საშუალებები ბუნებრივად შეერევა ერთმანეთს და მიიღებ მბზინავ ეფექტს.

2. გამოკვეთილი ყვრიმალი და მბზინავი გამოხედვა

გსურს შენს მაკიაჟს უფრო მეტი მბზინვარება შესძინო? ამ შემთხვევაში დაამატე ჰაილაითერი სახის შემდეგ ზონებში: ყვრიმალის ზედა ნაწილში, წარბის ზევით და ქვევით, თვალის შიდა კუთხეში, ცხვირის წვერზე და ზედა ტუჩის ზემოთ. 

ეს ყველაფერი კი სწორედ, რომ სტრობინგის ტექნიკაა, რომლის დროსაც კონტურინგისთვის ვიყენებთ მხოლოდ გამაღიავებელ მბზინავ პროდუქტებს და არა მუქ საშუალებებს. 

3. მოცულობითი ეფექტი

დაიტანე ჰაილაითერის წვეთი არა მხოლოდ ზედა ტუჩის კონტურის ადგილას, ასევე ტუჩის ცენტრში. ამ შემთხვევაში შენს ტუჩებს ვიზულურად შეემატება მოცულობა. დამატებით თუ გსურს გახადო შენი გამოხედვა იდუმალი, დაიტანე ჰაილაითერი ზედა ქუთუთოს ცენტრში, წამწამის ხაზთან ახლოს - შეგიძლია ის ზემოდან დაიტანო თვალის ჩრდილებზე.

4. სრულყოფილი იმიჯი

თუ სამოსის ტარებისას შენი მხრები და დეკოლტე ღიაა, დაიტანე ჰაილაითერი მხრებსა და ლავიწის ძვლებზე, რათა შეინარჩუნო მაკიაჟის ჰარმონიულობა. მათ ექნებათ ლამაზი ბრწყინვალება, როგორც მზის შუქში, ასევე საღამოს განათების ქვეშ. ამ მარტივი ხრიკით კი, შენს იმიჯს მეტად სრულყოფილს გახდი. 

5. გლუვი კანის ეფექტი

ჰაილაითერის გამოყენება შეგიძლია არა მხოლოდ სახისთვის, ასევე ტანისთვის! დაუმატე ჰაილაითერის რამდენიმე წვეთი შენი საყვარელი ტანის კრემსა თუ ზეთს და დაიტანე პროდუქტი სხეულის სასურველ ზონებში. ამ გზით შენს კანს ჯანსაღ და დატენიანებულ ბზინვარებას შესძენ.