გაიგე, რა გინდა...
ზღაპრები ტყუილად არ მთავრდება ქორწილით და ბუნდოვანი ფრაზით «და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად». სახელდობრ, თუ როგორ ცხოვრობდნენ? კონკრეტულად რას აკეთებდა პრინცი, რა მიზნები დაისახეს ერთად და როგორ ეპყრობოდნენ ისინი ერთმანეთს? ბედნიერების უნივერსალური ფორმულა არ არსებობს: შენ მოგიწევს საკუთარი ფორმულის, შემდეგ კი მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანის პოვნა.
შეიყვარე საკუთარი თავი
ჩვენ არ გვთავაზობთ აფირმაციების კითხვას, ან ყოველ დილით სარკეში ანარეკლისთვის გაღიმებას (თუმცა სცადე!..) და კვირაში ორჯერ მასაჟზე სიარულს. საკუთარი თავისადმი სიყვარული გასწავლის მყისიერად განსაზღვრო, ახალი ნაცნობებიდან ვისთან ერთად განაგრძობ გზას. შექმენი საკუთარ თავზე ზრუნვის ოქროს სტანდარტი, მიჰყევი მას და შეედარე ყოველ ჯერზე, როდესაც სხვა ადამიანების ქმედებები შენში ეჭვს იწვევს.
შეისწავლე სამყარო ადამიანების მეშვეობით
ყოველი ახალი ადამიანი, რომელიც ცხოვრების გზაზე გხვდება — მთელი ისტორიაა. და თუ მოწყენილი სახით მოუთმენლად ელოდები ადგილს შენი რეპლიკის ქვეშ, ხოლო ორიოდე საათის შემდეგ გავიწყდება სახელი, — საქმე ცუდად არის. მაგნეტიზმი — კარგი თანამოსაუბრეების ხვედრია. დაიწყე აქტიური მოსმენით: შეეცადე დაიჭირო ემოცია, დასვა სწორი კითხვები და დაიმახსოვრო საინტერესო დეტალები. გულის სიღრმეში ყველანი ვოცნებობთ, რომ მოგვისმინონ, გაგვიგონ — და სიამოვნებით ვუახლოვდებით იმათ, ვინც ასეთ შესაძლებლობას მოგვცემს.
იპოვე შენი სტილი
დაასრულე ექსპერიმენტების ჯერი და შეარჩიე ისეთი იმიჯი, რომელშიც თავს შესანიშნავად გრძნობ. ნუ დასდევ ტრენდებს, ფოკუსირება მოახდინე შენს ხასიათზე, გარეგნობაზე, გემოვნებაზე, ღირებულებებზე. შენი სტილი და შინაგანი მესიჯი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს: ამ გზით შთაბეჭდილებას გააძლიერებ. დატოვე რამდენიმე ჭეშმარიტად გამოკვეთილი და ბრწყინვალე ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუკი პირიქით იმოქმედებ.
რაშია საიდუმლო?
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სუნს შეუძლია შეცვალოს ჰორმონალური ფონი, რითაც გამოიწვიოს გარკვეული ემოციები და მოქმედებისკენ გიბიძგოს. ყნოსვა გრძნობის სხვა ორგანოებზე უფრო სწრაფად გადასცემს თავის ტვინს სიგნალებს: სუნს ჩვენ ვგრძნობთ წამით უფრო ადრე, ვიდრე აღვიქვამთ ბგერებს ან ტექსტურებს. პირველი შთაბეჭდილების გასაღები არის სწორად შერჩეული სუნამო, რომელიც გააძლიერებს შენს მიზიდულობას.
მაგალითად, Magnetista — მისი მიზიდულობის ძალა მეცნიერულად დამტკიცებულია. არომატის ცენტრალური ინგრედიენტი — პასიფლორას უჩვეულო ყვავილი — შეიცავს ქრიზინის ფლავონოიდს, რომელიც არეგულირებს გრძნობებს და ზრდის ტესტოსტერონის რაოდენობას მამაკაცებში. კვლევებმა, რომელიც ჩატარდა Spincontrol ლაბორატორიაში (საფრანგეთი), 33 მოხალისე-მამაკაცის მონაწილეობით, ცხადყო მამაკაცების მკვეთრად გამოხატული დადებითი ემოციები არომატზე.