თავის დაცვა მზისგან მთელი წლის მანძილზე

ბევრმა იცის, რომ მზის დამცავი საშუალებების ზაფხულში გამოყენება აუცილებელია. მაგრამ იცი თუ არა, რომ კანი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას მთელი წლის განმავლობაში განიცდის. ე.ი.მისი დაცვა მთელი წლის მანძილზეა საჭირო. მოგითხრობთ თუ როგორ გავაკეთოთ ეს.

1. გაზაფხულზე
გაზაფხულის დასაწისში ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე წლის სხვა დროს. ასევე ამ დროს შენი კანი მელანინს მცირე რაოდემობით გამოიმუშავებს და მეტად მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ.  

როგორ მოვიქცეთ?
ტემპერატურის და ტენიანობის მიღებასთან ერთად ცხიმის ბუნებრივი გამომუშავება იმატებს, ხოლო კანი მეტად ოფლიანდება. ამიტომ გამოიყენე მსუბუქი ტექსტურის მქონე და არანაკლებ 15 დამაცავი ფაქტორის მქონე პროდუქტები (შენი კანის ტიპის მიხედვით) დღის კრემის ან ფლუიდის დატანასთან ერთად გირჩევთ გამოიყენოთ მზის დამცავი საშუალებები, ან შეცვალოთ ორივე პროდუქტი NovAge Day Shield SPF30 Advanced Skin Protector სახის კრემით, რომელიც არამარტო ატენიანებს არამედ იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან. 

ატარე ფართოფარფლებიანი ქუდი, გრძელ სახელოიანი ბლუზები და გრძელი შარვალი, ვიდრე შენი კანი არ შეეგუება ახალ ამინდს. გირჩევთ: თუ ნაჭერი ატარებს სინათლეს ის ულტრაიისფერი სხივებისგან ვერ დაგიცავს.

2. ზაფხულში
ზაფხული – გრძელი დღეებით და მაქსიმალური რაოდენობის ულტრაიისფერი სხივები. ამ ორი ფაქტორის თანაარსებობას მივყავართ იქამდე, რომ ულტრაიისფერი სხივების შენი ყოველდღიური პორცია მეტად მაღალია. კარგი სიახლე: მელანინის დონე იზრდება მთელი გაზაფხულის მანძილზე, რაც უზრუნველყოფს დაცვას. მაგრამ ყველაფერთან ერთად მზის დამცავი კრემი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ კანის დაზიანება და დაბერება, ასევე პიგმენტური ლაქების გაჩენას, მიმიკური ნაოჭები და კანის კიბოს გაჩენის შესაძლებლობები. 

როგორ მოვიქცეთ?
გამოიყენე მრავალმიზნობრივი წყალგამძლე მზის დამცავი SPF 30 ან მაღალი საშუალება, როდესაც ცურავ ან დიდ დროს ატარებ სუფთა ჰაერზე. დაიტანე იგი კანის ღია ადგილებზე. არ დაგავიწყდეს ყურები, ყელი, ხელები და ფეხები. ჩვენ გირჩევთ ნებისმიერ პროდუქტებს სერიიდან Sun Zone და მულტიფუნქციონალურ დამცავ სახის დღის კრემს SPF 50 NovAge. ასევე ტუჩებზე ნაზი კანის დაცვაში დაგეხმარება ტუჩის საცხი SPF დაცვით, მაგალითად, ტუჩის აღმდგენი ბალზამი SPF 12 Giordani Gold

ატარე დიდი მზის სათვალე, რომელიც აფერხებს ულტრაიისფერ სხივებს და დაიცავს თვალების ირგვლივ ნაზ კანს. 

გახსოვდეს, რომ "უსაფრთხო რუჯი" არ არსებობს — ეს არის შენი ორგანიზმის რეაქციაა ულტრაიისფერი სხივების ნეგატიურ მოქმედებებზე. 

თუ გარეთ ღრუბლიანი ამინდია , გამოიყენე მზის დამცავი საშუალება კანის ღია ნაწილებზე და ჩაიცვი ბლუზა ან კაბა საცურაო კოსტიუმზე.

3. შემოდგომაზე
შემოდგომით კანი დაბალი ტემპერატურის და ცენტრალური გათბობის ზემოქმედებას განიცდის და უფრო მშრალი ხდება. ამასთან ერთად თუ ულტრაიისფერმა სხივებმა გახადა კანი მეტად სქელი ზაფხულსა და გაზაფხულზე, შემოდგომით იგი არასაკმარისად იქნება დატენიანებული. 

როგორ მოვიქცეთ?
მოვუაროთ კანს მოთხოვნილების მიხედვით. თუ კანი მშრალია და გაუხეშებულია, გაიკეთე პილინგი და მასაჟი. ასევე არ დაგავიწყდეთ დატენიანება და დილით და საღამოს მკვებავი საშუალებების გამოყენება. უფრო დეტალურად შემოდგომაზე კანის მოვლის შესახებ წაიკითხე ჩვენს სტატიაში

4. ზამთარში
ზამთარში შენი კანი მგრძნობიარეა სიმშრალის მიმართ ვიდრე წლის სხვა დროს. ეს ხდება სხვადასხვა მიზეზით: ძლიერი ქარი, სიცივე და ცენტრალური გათბობა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს კანზე, აშრობს ჰაერს შენობაში.   

შენ შეიძლება იფიქრო, რომ ულტრაიისფერი სხივები არ მოქმედებენ კანზე ზამთარში. ეს არაა სწორი. თოვლი და ყინვა აირეკლავს ულტრაიისფერ სხივებს და უზრუნველყოფს ორმაგ გამოსხივებას  -პირდაპირს და ირიბს (არეკლილს) დამტკიცებულია, რომ თოვლმა შეიძლება აირეკლოს 80% ულტრაიისფერი სხივები, იმ დროს, როცა ქვიშა – მხოლოდ 25%-ს ასე, რომ მუდამ გქონდეს მზის დამცავი კრემი.

როგორ მოვიქცეთ?
თუ ზამთარში შენ დროს ძირითადად ატარებ შენობაში, შენთვის საკმარისი იქნება მზის დამცავი საშუალებები, პრაიმერი ან ფუძე SPF 20 დაცვით. 

თუ ხშირად ხარ სუფთა ჰაერზე, თხილამურებზე და სნოუბორდზე დგახარ, მიიღებ არეკლილ ულტრაიისფერ სხივებს. შენ გჭირდება საშუალება SPF 50 ფაქტორით. ჩვენ გირჩევთ მზისგან დამცავ  სახის კრემს Sun Zone მაღალი დაცვით SPF 50

ქარმა და ცივმა ჰაერმა შეიძლება გამოაშროს ტუჩის ნაზი კანი, ამიტომ არ დაგავიწყდეს მკვებავი ბალზამი SPF დაცვით.

ტექსტი: ფოტო: Getty Images