კოსმეტიკის შენახვის წესები

ყველა კოსმეტიკურ საშუალებას აქვს სარგებლობის ვადა. მათი გამოყენების ვადის ათვლა იწყება კოსმეტიკის გახსნის დროიდან. იქნება ეს ტუში ან ტანის კრემი არა აქვს მნიშვნელობა. თუ გინდა რომ ხანგრძლივად მოიხმარო, შენთვის სასარგებლოა იცოდე რამოდენიმე მარტივი წესი.

სითბო და მზის სინათლე
სითბო და სინათლე იწვევს ქიმიურ რეაქციას, ასევე შენს კოსმეტიკურ საშუალებებზეც, რის გამოც ისინი არა მარტო კარგავენ ეფექტურობას, არამედ გადაიქცევიან ბაქტერიების საკვებ საშუალებად. ხოლო ზოგიერთი პროდუქტი მეტად მგრძნობიარეა სითბოსა და სინათლის მიმართ ვიდრე რომელიმე სხვა.

ძალზედ მგრძნობიარე საშუალებები და ინგრედიენტები:
• საშუალებები, რომლებიც შეიცავს С ვიტამინს (ეტიკეტზე შეიძლება იყოს როგორც «ასკორბინის მჟავა»)
• ანტიასაკობრივი კრემები (რეტინოლის შემცველი საშუალებები)
• აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები (ეტიკეტზე ეძებე სიტყვა «ბენზოილ პეროკსიდი»)
• ავტორუჯის საშუალებები (შეიცავს DHA)
• ყველა საშუალება, რომლებიც არ შეიცავს კონსერვანტებს (მაგ: ორგანული კოსმეტიკის საშუალებები)

საშუალებები, საშუალო მგრძნობელობით:
• ტუჩის საცხები (შესაძლებელია "ჩამოიღვენთოს" მზის სხივების ზემოქმედების შედეგად)
• ფუნჯები (შეიწოვენ ტენიანობას და წარმოქმნიან ბაქტერიებს)
• პუდრი და სხვა ფხვიერი პროდუქტები (ულტრაიისფერი სხივები გამოყოფს პიგმენტს, რაც იწვევს გაფერმკრთალებას)

როგორ მოვიქცეთ:
 შეინახე ეს პროდუქტები ბნელ ადგილზე.

დაჟანგვა 
დაჟანგვა – ქიმიური პროცესია, რომელიც ჟანგბადის პროდუქტთან კონტაქტისას წარმოიქმნება. ამჟავებული საშუალებები კარგავენ ფერს და შრებიან. ერთი სიტყვით უვარგისნი ხდებიან.

განსაკუთრებით მგრძნობიარე პროდუქტები:
ორგანული კრემები 
 შრატები 
 მზისგან დამცავი საშუალებები 
 ნატურალური ზეთები 
 ტუშები და თხევადი ფანქრები 
 მაკიაჟის ქვეშ წასასმელი საშუალებები

იხემძღვანელე ამ წესებით:
• .ყოველთვის დახურე ტიუბიკი და მინის ჭურჭელი. ეცადე, რომ შენი კოსმეტიკური საშუალება არ მოხვდეს დაორთქლილ გარემოში. 
•  ყოველთვის დაიბანე ხელი იმის წინ სანამ დაიტან სახეზე რამეს, რათა თავიდან აიცილო ბაქტერიების ზემოქმედება. 
•  შეინახე განსაკუთრებულად მგრძნობიარე საშუალება ბნელ ადგილას (მაგ.მუქ ჭურჭელში ან უბრალოდ გაუმჭვირვალე კოსმეტიკურ ჩანთაში).

გრილი ადგილი 
ზოგიერთი  საშუალებები განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ, რაც უფრო დაბალია იგი, მით ნელა მიმდინარეობს დამანგრეველი რეაქციები. მაგალითად დაჟანგვა. ასევე სიცივეში ბაქტერიები ნელა მრავლდება. თუმცა ამ პროცესის ბოლომდე შეჩერება შეუძლებელია.

საშუალებები, რომლებიც უნდა შეინახოთ გრილ ადგილას:
• სუნამოები (თუ გსურთ მათი მდგრადობის შენარჩუნება) 
• ფრჩხილის ლაქი (მათი გამოყენება რეკომენდებულია ოთახის ტემპერატურაზე) 
• ყველა საშუალება, რომლებიც არ შეიცავს კონსერვანტებს და ორგანული პროდუქტები

საშუალებები, რომელთა შენახვაც ასევე რეკომენდებულია გრილ ადგილას:
• დამატენიანებელი საშუალებები, თვალის კრემი, შრატი, ტონიკები (განსაკუთრებით ცხელ დღეებში)

მისდიე ამ წესებს: 

• თუ შენ კოსმეტიკურ საშუალებებს მაცივარში შეინახავ ეს ნიშნავს, რომ იგი არ გაფუჭდება. ეს განსაკუთრებით ეხება ორგნულ კოსმეტიკას, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს – ასეთი საშუალებები არაა მიმართული ხანგრძლივი შენახვისთვის.
• კანის მოვლეს საშუალებებმა შეიძლება გაუძლოს გარემო პირობების ტემპერატურის მერყეობას, მაგრამ არა ხანგრძლივი სითბოს და სიცივის ზემოქმედებას. ამიტომ მათი მაცივარში შენახვა დაუშვებელია.
• ჭურჭელი, რომლიდანაც თითებით იღებ ამა თუ იმ საშუალებას - ბაქტერიების ინკუბატორია. იმისთვის, რომ შევაჩეროთ მათი ზემოქმედება შევინახოთ გრილ ადგილას. 
• თუ კოსმეტიკას ინახავ პროდუქტებთან ერთად მაცივარში, ჰიგიენის თვალსაზრისით დარწმინდი, რომ ყველა ჭურჭელი კარგადაა დახურული.


 








ტექსტი: ფოტო: Getty Images