სისუფთავე 24/

სისუფთავის შეგრძნება – ჰიგიენასთან სწორი მიდგომის შედეგია. რა ვქნათ, რომ 24 საათის განმავლობაში გაზაფხულის ყვავილივით სურნელოვანი ვიყოთ.

1. კანი 
კარგად დატენიანებული კანი არომატს დიდხანს ინარჩუნებს ვიდრე მშრალი. შხაპის მიღების შემდეგ აუცილებელია კანზე დაიტანო 
დამატენიანებელი ლოსიონი, და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ისარგებლო საყვარელი სუნამოთი.

2. სახიფათო პროდუქტები 
იმას რასაც შენ მიირთმევ ბუნებრივად აისახება შენი კანის მდგომარეობაზე. ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით კი „სპეციები“ გამოყოფენ საკმაოდ ძლიერ სურნელს. სამაგიეროდ ახალი ხილი და ბოსტნეული, ასევე დიდი რაოდენობით წყალი საუკეთესო საშუალებაა ყოველთვის ახალგაზრდულად იყო გასხივოსნებული. ძლიერი სუნით გამოირჩევა ალკოჰოლი, ამიტომ თუ აუცილებელია, რომ დილიდან იყო საუკეთესო ფორმაში, უკეთესია უარი თქვა ღვინის ბოკალზე საღამოთი. 

3. თმა და თავის კანი 
თითოეულ თმის ღერს თავზე აქვს თავისი ცხიმოვანი ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ბუნებრივ ცხიმს, რაც უფრო ცხიმიანი შენი თმა, მით უფრო შეიწოვს სხვადასხვა სურნელს – განსაკუთრებით საკვების და თამბაქოს სუნს. იმისთვის, რომ თმა სასიამოვნოდ სურნელოვანი იყოს, შამპუნით დაბანის შემდეგ აუცილებელია მათი კონდიციონერით დაბანაც. ვინაიდან ნოტიო ან სველი თმა ინარჩუნებს სურნელს, დაიტანე ცოტაოდენი სუნამო შხაპის მიღების შემდეგ.

4. ინტიმური ზონა 
შენი სხეულის ინტიმური ზონა აუცილებელია დაიბანო pH-ნეიტრალური დასაბანი საშუალებით, რომელიც თავიდან აგვაცილებს ბაქტერიების გამრავლებას და ამასთან ერთად დაგვიცავს არასასიამოვნო სუნისგან. საშუალება ინტიმური ჰიგიენისთვის Feminelle შემოწმებული დერმატოლოგების და გინეკოლოგების მიერ სრულიად უსაფრთხოა ყოველდღიური მოხმარებისთვის.

5. ტანსაცმელი
იმისათვის, რომ ტანსაცმელს  სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს საჭიროა სწორად გაირეცხოს, დავიცვათ სინესტისგან და რეგულარულად გავწმინდოთ სარეცხის მანქანა. არომატული საშე (ჩხირები) აღმოფხვრის ნებისმიერ არასასიამოვნო სუნს. ასვე შენ შეგიძლია დაიტანო ცოტაოდენი სუნამო ტანსაცმელზე, მოარიდე აბრეშუმის ქსოვილს, კანს და დელიკატურ ზონებს. 

6. მსუბუქი სუნთქვა
თუ რეგულარულად არ ვისარგებლებთ კბილის პასტით და კბილი ძაფით, საკვების ნარჩენები, რომლებიც კბილებს შორის რჩება გამოიწვევს ბაქტერიების გამრავლებას, რაც თავის მხრივ მიგვიყვანს არასასიამოვნო სუნის წარმოქმნამდე, ასევე მნიშვნელოვანია კბილების გაწმენდა მძაფრი, ძლიერი სუნის მქონე საკვების მიღების შემდეგ, რომლებიც დამზადებულია მრავალფეროვანი სპეციებით. პირის სიმშრალეც იწვევს არასასიამოვნო სუნს და ამიტომ მივიღოთ დიდი რაოდენობით სასმელი წყალი. 

7. "მარჯვენა" ფეხით
შენს კანზე არსებული ბაქტერიები, რომლებიც გამოყოფა ფორებიდან ითვლება არასასიამოვნო სუნის მიზეზად. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ არც ისე სასიამოვნო. იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ პრობლემას ატარე წინდები ისეთი ქსოვილისგან, რომელიც კარგად სუნთქავს და დროდადრო დღის განმავლობაში გამოიცვალე ფეხსაცმელი.  ხოლო სერია Feet Up-ში  შენ იპოვი არა მარტო ფეხის ანტიპერსპირანტს, ასევე  კრემებს და მოვლის საუკეთესო საშუალებებს. 

8. ფინალური შტრიხი
პარფიუმერული წყალი ან eau de parfum  შეიცავს ეთერ ზეთებს მაღალი კონცენტრაციით, რის ხარჯზეც ინარჩუნებს მეტ მდგრადობას, ვიდრე ტუალეტის წყალი ან eau de toilettes. ექპერტები გვირჩევენ დავიტანოთ არომატი სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც იგრძნობა პულსი და დავიტოვოთ გაშრობამდე.










ტექსტი: ფოტო: Getty Images