აიღე სათვალავად არომატი, რომელიც ეხლა გასხია. რომელი ნოტებისგან შედგება ის და რომელ ჯგუფს მიეკუთვნება? იქნებ შენ უპირატესობას ანიჭებ ყვავილის არომატებს? რადგან ასეა - თამამად ეძებე ასეთები ქსელში .თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ ის დომინირებს შენს საყვარელ პარფიუმში შეგიძლია მიიღო სრული ინფორმაცია მასზე Fragrantica.com საიტებზე.
იკითხე მიმოხილვა
რა თქმა უნდა შენი აზრი შეიძლება არ ემთხვეოდეს ფორუმის სხვა "სტუმრების" აზრს, მაგრამ მიმოხილვის კითხვა შეიძლება დაგეხმაროს ჩამოაყალიბო შენი აზრი ამა თუ იმ არომატზე. თუ უმრავლესობა აღწერს სურნელს როგორც «მეტად ძლიერს», ხოლო შენ პირიქით მოგწონს უფრო დელიკატური არომატები, ეს ვარიანტი არ შეგეფერებათ. ასევე კარგი ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს ბიუთი ბლოგები.
იცოდე შენი უპირატესობები
შეეცადე მიხვდე რომელი სახეობის არომატი გიხდება: ოდეკოლონი (eau de toilette) თუ პარფიუმერული წყალი (eau de parfum), ოდეკოლონს აქვს მეტად მდგრადი სურნელი, იმ დროს, როდესაც ტუალეტის წყალი ყველაზე გავრცელებული ტიპია პარფიუმერული პროდუქციის და დიდხანს რჩება. თუკი შენ გჭირდება მეტად ინტენსიური არომატი, ამოირჩიე პარფიუმერული წყალი ან სუნამო (parfum) დარწმუნდი, რომ შენ გესმის თუ რა გჭირდება მანამდე სანამ დააჭერ ღილაკს ჯადოსნური სიტყვით «ყიდვა».
ისწავლე ენა
შეითვისე პროფესიონალების ტერმინოლოგია და შენ დაიწყებ მათთან საერთო ენაზე საუბარს. თუ არომატს აღწერენ როგორც «ინტენსიურს», «მაცდურს» ან «მომაჯადოვებელს», საუბარი მიდის ხის ან აღმოსავლური ჯგუფის არომატებზე .საღამოსთვის, რომელიც მოგიხდება განსაკუთრებული შემთხვევისთვის ხოლო განმარტებები «თამამი» და «მბრწყინავი» განეკუთვნება ქალურ ყვავილოვან ან ხილის არომატებს.
მიაქციე ყურადღება შეფუთვას
ფლაკონი, რომელშიც მოთავსებულია არომატი, უმრავლეს შემთხვევაში ირეკლავს ამ არომატის თემას და ბევრი რამის თქმა შეუძლია მის ნოტებზე. ოქროთი გამოყოფილი ყუთი და ოქროს ფლაკონი აშკარად მიუთითებენ დიდებული საღამოს პარფიუმზე. მქრქალი ცისფერი და მწვანე ჩრდილბის ფლაკონები, როგორც წესი შეიცავენ ბუნებრივ არომატებს, რომლებიც იდეალურად მოუხდება ზაფხულს და გამოსადეგია დილით, იმ დროს როცა ვარდისფერი ფლაკონები ერთპიროვნულად მიუთითებენ ქალურ ყვავილოვან ნოტებზე.
მითხარი თუ ვინაა შენი "ცხვირი"
ცნობილი პარფიუმერები (ან ცხვირები) როგორც წესი მკვეთრ სტილს წარმოადგენენ. ამიტომ თუ შენ მოგწონს ერთი ქმნილება ცნობილი პარფიუმერისა, შენ მისი სხვა შედევრებიც მოგეწონება.
ნუ უყურებ ფასებს
რაც შეეხება არომატებს, ძვირი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს. სხვა ხარისხის მაჩვენებლები ფასებზე მნიშვნელოვანია.