ავტორუჯი: წასმის სწორი მეთოდი

ზედმეტი მზის სხივები მავნე ზემოქმედებას ახდებს კანზე - ეს ყველასთვის ცნობილია. მაგრამ სასაიმოვნო რუჯი ყველასთვის სასურველია. ჩვენ მოგითხრობთ როგორ მივიღოთ სასაიმოვნო რუჯი სახლის პირობებში!

იდეალური პროდუქტი
ავტორუჯის მრავალფეროვან პროდუქტებს შორის თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი საშუალებაა – დამატენიანებელი საშუალებიდან მუსამდე. ჩვენ გირჩევთ – სპრეის, რომელიც თანაბრად ნაწილდება და ადვილად შეიწოვება კანში.

აქერცვლა
თანაბარი ავტორუჯის მისაღებად, პროცედურა დაიწყე აქერცვლით, რათა მოაშორო კანს მკვდარი უჯრედები და დაიცვა ის გამოშრობისგან. ეფექტიც უფრო ხანგრძლივი იქნება.


დროის დაგეგმვა
თანაბარი რუჯის მისაღებად სასურველია წინასწარ გაიპარსოთ ფეხები. 

დატენიანება
ავტორუჯის წასმამდე აუცელებელია კანის დატენიანება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სხეულის ის ზონები რომლებიც ყველაზე მეტად გამომშრალია: მუხლები, ტერფები, ხელის მტევანი.

მოთმინება
ავტორუჯის უმეტესი საშუალება მოითხოვს ექვსიდან - რვა საათს კანში მაქსიმალური შეწოვისთვის. ამ პერიოდში სასურველია მოერიდოთ წყალთან კონტაქტს. და რათქმაუნდა ავტორუჯის წასმის შემდეგ აუცილებელია დაელოდოთ გაშრობას.

სწორი წასმა
ყოველთვის წაისვი ავორუჯის საშუალება გრილ ადგილას. თუ ამას აბაზანაში გააკეთებთ, აუცილებლად დაგრჩებათ ლაქები.

შეცდომა ყველას მოსდის
შეცდომისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ თუ მაინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით, ცხელი დუში მოაგვარებს თქვენს პრობლემას. თუ შედეგი ეფექტური არ აღმოჩნდა გაიმეორე მეორე დღეს.

ტექსტი: ფოტო: Oriflame