მანამდე…
...ვიდრე დაიტან ტუჩის საცხს, შენ უნდა გაიწმინდო ტუჩის კანი მკვდარი უჯრედებისგან და კარგად დანამო. კბილის ჯაგრისის საშუალებით ტუჩზე გაიკეთე მასაჟი, რათა ზედმეტი კანი მოიშორო. ამის შემდეგ დაიტანე მკვებავი ბალზამი და აცადე შეიწოვოს.
.
თუ…
… გინდა შენი ბაგეები ნამდვილად შესამჩნევი იყოს, წაისვი კონსილერი კუთხეებში. ის ბუნებრივად დაჩრდილავს სენი კანის ბუნებრივ ელფერს და შენ მიიღებ „სუფთა ტილოს“ , რომელზეც შეძლებ დახატო ის რაც მოგესურვება.
ამოირჩიე…
… ... სწორი ტუჩის საცხის ელფერი შენი სახის ელფერთან შედარებით. თუ ღია ფერის კანი გაქვს, მასთან ანსამბლში შესანიშნავი იქნება ვარდისფერი საცხი, ინტენსიური-წითელი და ქლიავისფერი. უფრო თბილი ელფერის კანისთვის კი საუცხოო იქნება
ყავისფერი ტონები.
"მკვეთრი ტუჩის საცხი - ყველაზე კარგი საშუალებაა მიანიჭო გამომხატველობა ნებისმიერ სახეს "
გაიმაგრე...
...ფერი პუდრით. წაისვი იგი თხელი ფენით ტუჩებზე, რათა გაიმაგრო საცხი. ეხლა შენ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ფერი მთელი საღამოს მანძილზე მდგრადი იქნება.