როგორ მოვიცილოთ მაკიაჟი სწორად

თუ შენ მაკიაჟს იშორებ წესების დაცვის გარეშე ამას შეუძლია მიგვიყვანოს კანის გამონაყარამდე, თვალის გარშემო ჩაქცევებამდე და ნაოჭების ადრეულ პერიოდში გაჩენამდე. ანუ არაფერ კარგს არ გვიქადის. ჩვენ გიამბობთ როგორ ავიცილოთ ეს თავიდან, არაფერი არ დავაზიანოთ არამედ გავაუმჯობესოდ. წაიკითხე და ისწავლე.

ვიშორებთ მაკიაჟს სახიდან
საუკეთესო ვარიანტია – გამწმენდი საშუალება, რომელიც ასევე არის მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებაც. დაიტანე ის სახეზე და გამოიყენე მუსლინის ხელსახოცი. თუ იყენებ ბევრ მაკიაჟს, შესაძლოა შენ მოგიწიოს ამ პროცედურის ორჯერ გამეორება. არ დაგავიწყდეს გაიწმინდო კანი ტონალური ფუძისგან, რომელიც ყელზე გისვია. შეგიძლია ისარგებლო კანის გამწმენდი ხელსაწყოთი, რადგან თავიდან მოიშორებ მაკიაჟის ნარჩენებს, რომლებიც ფორებში რჩება და მიიღებ უფრო სუფთა, მბზინავ სახის კანს. გააგრძელე წმენდის პროცედურა ტონიკის მეშვეობით – გამოიყენე ამისთვის ბამბის დისკი, რომლის სისუფთავეც დაგეხმარება გაიგო რამდენად ეფექტური იყო მიღებული ზომები.

მოვიშოროთ ტუჩებიდან მაკიაჟი და მოვიცილოთ მდგრადი საცხის კვალი 
მაკიაჟის მოსაშორებლად ისარგებლე შენი ჩვეული ხერხით, რათა მოიცილო ბზინვარება, არ გამოიყენო ძალა ტუჩების გაწმენდისას ვინაიდან ამან შეიძლება ისინი დააზიანოს. შემდგომ დაიტანე მათზე ბალზამი «ნაზი ზრუნვა» და გაიჩერე სამი წუთი. დაასველე ხელსახოცი თბილ წყალში და მოიცილე მაკიაჟის ნარჩენები. დაიბანე და მიეცი ტუჩებს გაშრეს ბუნებრივი გზით, რის შემდეგაც კიდევ ერთი ფენა ბალზამი წაისვი.

მოვიშოროთ წყალგამძლე თვალის მაკიაჟი
ამისთვის დაგჭირდება მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე  – დაიტანე სითხე ბამბის ქულაზე და სუსტად წაისვი ქუთუთოებზე ათი წამის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე ეს საშუალება იმოქმედებს და მაკიაჟი დაიწყებს დნობას. დაიბანე და გაიმეორე. არ მოისრისო თვალები, ვინაიდან ამან შეიძლება სიწითლემდე მიგვიყვანოს, ასევე ნაოჭების გაჩენამდეც და წამწამების ცვენამდეც. შემდეგ გაიმეორე იგივე წამწამების ქვედა მხარეს და მოაშორე ტუშის ბოლო ნარჩენები ბამბის მეშვეობით.




ტექსტი: ფოტო: Getty Images