1. მოამზადე კანი ტუჩსაცხისთვის
წაისვი დამატენიანებელი ბალზამის თხელი ფენა, რომ თანაბარი საფუძველი შექმნა. გამოიყენე პრაიმერი ან კონსილერი, რომ ოდნავ ჩააქრო ტუჩების ბუნებრივი ფერი. ეს ნაბიჯი დაგეხმარება უკეთესად გახსნა ტუჩის საცხის ფერი და შეინარჩუნო მისი მდგრადობა.
2. გამოკვეთე კონტურით
გამოიყენე ტუჩის ფანქარი — მეტალიკის ეფექტის მქონე ტუჩის საცხისთვის დაგჭირდება მკაფიო კონტური. მცირე ხრიკი: აირჩიე ფანქრის ფერი, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული შენი ტუჩების ბუნებრივ ფერთან.
3. გააკეთე ჭკვიანური არჩევანი
არ გინდა გარისკო? აირჩიე «მეტალიკი» — იმ ფერთა გამიდან, რომელიც ნამდვილად მოგიხდება. ვერცხლისფერი უხდება კანის ცივი ქვეტონის მქონე ქალბატონებს. ოქროსფერი და ბრინჯაოსფერი — უფრო თბილი ფერთა ტიპის ვარიანტებია. ხოლო თუ გაქვს გარუჯული კანი ზეთისხილის ელფერით, მაშინ გაგიმართლა, ნებისმიერი ტუჩის საცხის არჩევა შეგიძლია!
4. შეურიე
არ არის სავალდებულო იმიჯი ექსტრავაგანტური იყოს. თუ უფრო თავდაჭერილი მაკიაჟის მოყვარული ხარ, მაშინ მეტალიკი შეუხამე მქრქალ ან ნახევრად მქრქალ ტექსტურებს ბზინების გარეშე. ტუჩების ცენტრში მქრქალ შრეზე წასმული მეტალიკის ფენა ტუჩებს მოცულობას და გამომხატველობას მიანიჭებს. სცადე ჩვენი ახალი გლუვი ტუჩსაცხი მეტალიკი Giordani Gold.
5. აქცენტი ტუჩებზე
ტუჩის საცხი მეტალიკი ჩინებულად თამაშობს აქცენტის როლს მაკიაჟში. დაასრულე მაკიაჟი ნეიტრალურ ტონებში და დაე, მთელი ყურადღება გადატანილი იყოს ტუჩებზე!