ბუნების შთაგონება
დაე ყვავილები ბაღების გარდა, შენი არომატების კოლექციაშიც შემოვიდნენ. ბუნება ცოცხლდება ზამთრის ძილის შემდეგ და შენ მზად ხარ შეიყვარო ის Joyce-ის ახალი სერიით. მსგავსი არომატები როგორც ჩანს იქმნება გაზაფხულის პირველი დღეებისთვის. მზის ანარეკლს ტბის ზედაპირზე, სუსტად არხევს მსუბუქი სიო, და ნაზი წყლის შროშანები - ეს არის ახალი JOYCE TURQUOISE, გამაცოცხლებელი ეგზოტიკური კოქტეილი და ოცნებები შორეულ ხეტიალზე - ეს არის JOYCE ROSE მადაგასკარის ილანგ-ილანგის ნოტებით. როგორი ყვავილებით შეამკობ შენს ცხოვრებას?
ბუნებასთან ერთიანობა
სითბოს დადგომისთანავე გიჩნდება ქალაქიდან გაქცევის და ბუნების გაღვიძებით ტკბობის სურვილი. პიკნიკი საუზმის ნაცვლად, ბაღში კითხვა, სეირნობა, მსუბუქი ნიავი და პირველი მზის სხივებით გამთბარი ყვავილების სურნელი — აი, რა გხიბლავს და გიზიდავს ქვის ჯუნგლებზე მეტად. არომატი SUNKISS GARDEN პიტაიას, შროშანის და მუშკის ნოტებით დაგეხმარება შეიგრძნო განმარტოება და ცხელი ზაფხულის მოახლოება.
მიზნების მიღწევა
რომანტიკა და მსუბუქი კაბები მოიცდიან — დადგა ყველაზე აქტიური დრო ბიზნესში! შენ იცი, რაც გსურს და გაბედულად მიიწევ წინ შენი ოცნებებისკენ. მხარი დაუჭირე მიზანმიმართულ ხასიათს ტუალეტის წყლით DARE TO SHINE. ტიარეს ყვავილის ნოტებზე დაფუძნებული აღმოსავლური ყვავილოვანი კომპოზიცია მოქცეულია ფლაკონში, რომელიც ბრილიანტის წახნაგის ფორმას ჰგავს. შენი გაბრწყინების დრო დადგა!
ახალი ქვეყნები
შენ მარტივად პოულობ სარფიან ბილეთებს, ადგენ მარშრუტებს ყველაზე თვალწარმტაცი ადგილების ირგვლივ და გადაგყავს ფასები ადგილობრივ ვალუტაში. დროა გაემგზავრო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამოშალო შენი სამოგზაუროდ მონიშნული ქვეყნების სიიდან. არომატი BORN TO FLY FOR HER შთაგაგონებს და ახალი თავგადასავლებისკენ გიბიძგებს: მასში ჰარმონიულად არის შერწყმული ნოტები სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან.
შემოქმედებითი თავისუფლება
სეზონების ცვლა შენთვის იგივეა, რაც ახალი ექსპოზიციის გახსნა თანამედროვე ხელოვნების საყვარელ ცენტრში. ხაზები, ფერები, ფორმები — ყველაფერი ეს შთაგაგონებს, შემოქმედებითი წვით აღგავსებს და ენერგიით გმუხტავს. ეს ნამდვილი გაზაფხულის აღორძინებაა! ხაზი გაუსვი მხატვრის ნატიფ და დახვეწილ ბუნებას პარფიუმერული წყლის ECLAT MON PARFUM ექსკლუზიური აკორდით Delaire Boudoir. სამეფო თეთრი ზამბახის ნოტი ჰელიოტროპთან შეხამებით ისეთივე უნიკალურია, როგორიც შენი ნიჭი და სამყაროს ხედვა.
საუკეთესო წვეულება
შენ ხარ პირველი, ვინც ქალაქის მაღალი საზოგადოების წვეულებების სიაში მოხვდება და ზუსტად იცი, როგორ გამოიჩინო თავი საცეკვაო მოედანზე. აირჩიე სუნამო LUMINESCENCE: ფეთქებადი კოქტეილი, შექმნილი აკორდი «ელექტრული მუხტის» საფუძველზე, მოვლენების ეპიცენტრში გადაგიყვანს. ახლა მზად ხარ მთელი ღამის განმავლობაში იცეკვო!