1. ოვალური სახე
გაგიმართლა! ასეთი ფორმის სახეს უხდება პრაქტიკულად ყველაფერი: კვადრატული სათვალე, ავიატორები, მოდური ვაიფარერები (Wayfarer) და სათვალე «კატის თვალები». ყურადღება მიაქციე პროპორციებს: სათვალის ჩარჩო სახის სიგანის ტოლი უნდა იყოს და არ უნდა სცილდებოდეს სახის კონტურებს, ხოლო სათვალეების ზედა მხარე უნდა ემთხვეოდეს წარბების ზოლს.
შედარება: ჯულიანა მური, კეიტ მიდელტონი.
2. მრგვალი სახე
ასეთი ფორმის სახეს სიგრძე და სიგანე ერთნაირი აქვს, ნიკაპი და თმის ზრდის ხაზი
მწყობრი მომრგვალებული კონტურებით გამოირჩევა. სათვალეების მკაფიო ფორმები, სწორი ხაზები და მახვილი კუთხეები ვიზუალურად «გაჭიმავს» სახეს, მზერას საფეთქლებისკენ მიმართავს, რათა ფორმა ოვალური გამოჩნდეს. აირჩიე კვადრატული, «კატისებრი» სათვალეები ან ვაიფარერები. .
შედარება: ბეიონსე, მიშელ უილიამსი.
3. კვადრატის ფორმის სახე
ფართო ღაწვები, ფართო ნიკაპი, თმის ზრდის სწორი ხაზი — სახის კვადრატული ფორმის მქონე ქალბატონებს მოუხდებათ კვადრატული ან «კატის თვალის» სათვალეები, რომლებიც დააბალანსებენ კუთხეებს.
შედარება: რიანა, ნატალი პორტმანი.
4. სამკუთხა (გულის) ფორმის სახე
ასეთი ფორმის სახე ხშირად არ გვხვდება, ამიტომ მაღლა თავაწეულმა იარე და აირჩიე ავიატორები, ვაიფარერები და პატარა ჩარჩოები ვიწრო ზღუდარით. ფაქტობრივად, გულის ფორმა — ეს არის გადაბრუნებული სამკუთხედი, ამიტომ მნიშვნელოვანია ზედა მძიმე ნაწილის შემსუბუქება: სათვალის სიგანე უნდა ემთხვეოდეს სახის სიგანეს, მაგრამ არა უმეტეს. ფრთხილად აირჩიეთ დიდი და ფართო სათვალე.
შედარება: რიზ უიზერსპუნი, სკარლეტ იოხანსონი.