როგორ ავირჩიოთ არომატი მამაკაცისთვის

პარფიუმი, როგორც სწორად გამოჭრილი მამაკაცის კოსტიუმი, იდეალურად უნდა გიხდებოდეს. თუ შენ გინდა საყვარელი ადამიანი გაახარო ახალი არომატით, მაგრამ არ შეგიძლია აირჩიო შესაფერისი პარფიუმი გაეცანი ჩვენს სპეციალურ გიდს.

კლასიკა
ტრადიციების და კლასიკური სტილის მიმდევარი, ასეთი მამაკაცი დარწმუნებულია საკუთარ თავში. სწორად შერჩეული პარფიუმი დაეხმარება მას იგრძნოს თავი ძალღონითა და ენერგიით სავსემ როგორც სამსახურში, ასევე თავისუფალ დროს. ამიტომ შენი არჩევანია ენერგიული ხასიათის მკვეთრი და გამაგრილებელი არომატები. 
არომატების ოჯახი: ციტრუსოვანი და მძაფრი
არომატები: Eclat Homme, Excite, Venture Beyond

არაორდინალური
მოდის მიმდევარი,  ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. გასაკვირი არ არის, რომ მას მოსწონს უნიკალური და მგრძნობიარე არომატი გრძელი შლეიფით, ხილის და ბალახის არომატის სინთეზით - თითქოს სექმნილია მხოლოდ მისთვის. 
არომატების ოჯახი: ხის და ცხარე
არომატები: Possess Man, Ascendant, Flamboyant

მგრძნობიარე
ხელოვანი ნატურა, ქარიზმატული ლიდერი და გამორჩეული გემოვნების მქონე ადამიანი. არომატი, მისთვის ესაა ხერხი მიენდოს გრძნობებს და შეიგრძნოს თავი უფრო მეტად მომზადებულად. ეგზოტიკური კომპოზიციები, იშვიათი ინგრედიენტები. აი ესაა გასაღები მისი გულისკენ.
არომატების ოჯახი: აღმოსავლური და ხის
არომატები: Giordani Gold Man, Happydisiac, So Fever for Him

საიმედო
მიუხედავად მშვიდი და თავდაჭერილი ხასიათისა, ეს მამაკაცი ითხოვს თავგადასავალს. ამიტომ არომატები, რომლებსაც ის ირჩევს, ეხმარებიან იყვნენ ენერგიით სავსე და იყვნენ მშვენიერ ხასიათზე მთელი დღის განმავლობაში. ეძებე მსუბუქი კომპოზიციები ნატურალური ნოტებით. 

არომატების ოჯახი: ხილის და ხის 
აროამატები: Midsummer Man, Men’s Collection Citrus Tonic, Men’s Collection Dark Wood




ტექსტი: ფოტო: Getty Images