სალონური მოვლა სახლის პირობებში

მთავარი უპირატესობა სახლში მოვლისა მასში მდგომარეობს, რომ შენ შეგიძლია მთლიანად მოდუნდე. ჩვენ მოგითხრობთ როგორ მიიღოთ სახლის სპა-სგან მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება.

სიამოვნება
ალბათ შენ მოგწონს საუნა! ცხელი ჰაერი აფართოებს ფორებს, ოფლთან ერთად გამოდის ტოქსინები, სისხლი იწყებს ინტენსიურ ცირკულაციას - ეს შეგრძნებები ვერაფერს ვერ შეედრება. საუნის ეფექტი რომ გავიმეოროთ სახლის პირობებში აავსე დიდი ტევადობის ჭურჭელი ცხელი წყლით და დაიკავე სახე ორთქლზე 10 წუთის მანძილზე. იმისთვის რომ გავაძლიეროთ ეფექტი, შეგიძლია დაიფარო პირსახოცი.  
სეანსის შემდეგ გამოიყენე სკრაბი

გამოიყენე ნიღაბი 

რა თქმა უნდა, სახლის პირობებში სალონის პროცედურების ეფექტის მიღწევა საკმაოდ ძნელია, მაგრამ სპეციალური ნიღაბი მოვლისთვის მოგცემს სასიამოვნო შეგრძნებებს და გაახალისებს კანს. 

თუ შენ არ გინდა გამოიყენო საშუალებები ზეთის ბაზაზე კანის დასატენიანებლად შენ მოგიხდება გელი ნიღაბი  – ის მეტად კარგია, ამშვიდებს მგრძნობიარე კანს. ეფექტურად დაატენიანო მოწიფული კანი დაგეხმარება ქსოვილისებრი მასკა სახისთვის, რომლის ზევით დატანილია დამატენიანებელი ფენა. თუ შენი კანი მიდრეკილია ნაკლისკენ თიხის ნიღაბი სახისთვის მოგაშორებთ მკვდარ კანის უჯრედებს და სხვა დაბინძურებულ ადგილებს და რაღა თქმა უნდა ნებისმიერი ნიღაბი დაგეხმარება სასიამოვოდ მოდუნდე.

მაგიდა მასაჟისთვის
ცხელი შხაპი ან აბაზანა დაეხმარება შენს კანს გახდეს აბრეშუმივით და ხავერდოვანი. მასაჟის ხელთათმანს და სკრაბს ტანისათვის შეუძლია სასწაულების მოხდენა. მთავარია არ დაგავიწყდეს რომ მოძრაობები უნდა იყოს წრიული. მასაჟის საპონი ან ჩოთქი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას იმ ზონებისთვის რომლებიც ცელულიტისკენაა მიდრეკილი. სეანსის დასასრულს დაიტანე კანზე ზეთი- გპირდებით შენ ახალ ადამიანად იგრძნობ  თავს!



თმის ნიღაბი
დაფიქრდი რამდენ გამოცდას უძლებს შენი თმა: ცხელი მაშა და ფენი, ლაქი და გელი, დასასრულს შეღებვა! მაგრამ არსებობს უბრალო მეთოდი შეამცირო მათი წამება და აღადგინო ძალები: თმის ნიღაბი. იმის მიხედვით თუ რომელი ნიღბით  სარგებლობ შეიძლება დაიტანო ფართო სავარცხლით მშრალ თმაზე ან ტენიანზე და დატოვო პირსახოცით შეხვეული. თმის ნიღბები შეიცავენ ნატურალურ ზეთებს (მაგალითად, ნუშის, არგანის ზეთი), რომლებიც ატენიანებენ, აღადგენენ და იცავენ თმებს, აძლევენ რა მათ ჯანმრთელ და მბზინავ იერს.

დაასვენე ფეხები
რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე იზრუნო დაღლილ ფეხებზე? ჩაუშვი ქუსლები პატარა აბაზანაში თბილი წყლით და გაიკეთე მასაჟი იმ ზონებში სადაც კანია გაუხეშებული. პემზით ან  სპეციალური ქლიბით მოიშორე მკვდარი უჯრედები და დაიტანე ნიღაბი ქუსლებისთვის, რათა შეჰმატო მათ სიმსუბუქე. ხოლო განსაკუთრებული მოვლისთვის ჩაიცვი სპეციალური დამატენიანებელი წინდები.


ტექსტი: ფოტო: Kristin Wreyford