კონტურირების მიზანია შექმნას უფრო სკულპტურული სახე. ტექნიკა ემყარება მსუბუქი და მუქი ჩრდილების კომბინაციას.
სკულპტორის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ სიღრმის ეფექტი, მოხაზოთ სახის ამოწეული ადგილები და მოაშოროთ მოცულობა. ჰაილაითერს ვიყენებთ იმ ადგილების გამოსაკვეთად, რომელთა ხაზგასმაც გვინდა: მაგალითად, ვიზუალურად გავადიდოთ თვალები, შევძინოთ წარბებს მკაფიო მოხატულობა, ვიზუალურად შევამციროთ ცხვირი, მეტი მოცულობა მივანიჭოთ ტუჩებს.
როგორ ავირჩიოთ პროდუქტი კონტურინგისთვის?
კრემისებური ტექსტურები კონტურინგისთვის გამოიყურება ბუნებრივად, ადვილად ნაწილდება ტონალურ კრემზე და ერწყმის კანის ტონს. პუდრისებრი საშუალებები ნებისმიერი ეფექტის შექმნის საშუალებას იძლევა, ბუნებრივიდან დრამატულამდე, და გამოყენებამდე პუდრისებრი ტონის წასმას საჭიროებს.
იდეალური საშუალება არ არსებობს, მისი არჩევა დამოუკიდებლად მოგიწევს. მთავარი კრიტერიუმი არის შენი კომფორტი. დღეს აგიხსნით კონტურირების თეორიას THE ONE კონტურინგის პალეტის მაგალითზე.
სკულპტურირების ჩრდილს საკუთარი ჩრდილის ფერს უწოდებენ, ამიტომ მისი არჩევისას იხელმძღვანელე კანის ქვეტონით. რა შეფერილობისაც არის შენი ბუნებრივი ჩრდილი - იმავე ტონის უნდა იყოს სკულპტორიც. საშუალო ჩრდილის მქონე პალეტი უფრო შესაფერისია კანის ცივი ქვეტონისთვის, ნათელი ჩრდილის პალეტი უფრო შეეფერება კანის თბილ ქვეტონს. თუ ქვეტონი ნეიტრალურია, შეგიძლია სცადო ორივე, იმის მიხედვით, თუ რამდენად გარუჯული ხარ.
როგორ გავაკეთოთ ბუნებრივი კონტურინგი?
სახის სწორი კონტურირება იწყება კანის მომზადებით. ტონი და კონსილერი სავალდებულოა: კონტურინგი შიშველ კანზე შეიძლება არაესთეტიურად გამოიყურებოდეს. შენიღბე ანთებითი ადგილები, განაახლე თვალის გარშემო მიდამო. საჭიროების შემთხვევაში, ტონი დააფიქსირე პუდრით.
მშრალი პროდუქტების წასმა უმჯობესია ფართო, ფაფუკი და რბილბეწვიანი ფუნჯით. ისინი უნდა დაიდოს ფართოდ და ნახევრად გამჭვირვალედ, მკაფიო საზღვრების გარეშე, რაც ბუნებრივი ჩრდილის და მსუბუქი რუჯის ეფექტს ქმნის.
ზონების მიხედვით წასმისას, იხელმძღვანელე სახის ტიპით.
კვადრატული სახე. წაისვი სკულპტორი საფეთქლებზე, თმის ზრდის ზონაზე, ყბის ძვალსა და ღაწვებზე. ჰაილაითერით მონიშნე და გამოაშუქე შუბლი და ნიკაპი, ხოლო ფერუმარილი წაისვი ლოყების ვაშლებზე და გადაანაწილე ზევითა მიმართულებით, თვალების გარეთა კუთხეებისკენ. ასეთი შეფერილობა ვიზუალურად დაამრგვალებს სახეს და შეარბილებს კვადრატულ ფორმას.
ოვალური სახე. გაამუქე სკულპტორით შუბლის, ნიკაპისა და ღაწვის ძვლის არე. წაისვი ჰაილაითერი ლოყების ზემოთ, ნიკაპზე და ცხვირის ზურგზე, ფერუმარილი კი - ლოყების ვაშლებზე, და ფუნჯზე დარჩენილი ნარჩენები გადააანაწილე ღაწვებზე.
მრგვალი სახე. იმისათვის, რომ ვიზუალურად დაავიწროვო სახე, სკულპტორის მეშვეობით ჩაამუქე ყველა გვერდითი მიდამო, არ შეეხო შუბლსა და ნიკაპს. ჰაილაითერით გამოაშუქე ცხვირის ფუძე, რათა ყურადღება გაამახვილო სახის ცენტრზე, მონიშნე ლოყების ზედა ნაწილი და სამკუთხედი ნიკაპზე. წაისვი ცოტაოდენი ფერუმარილი ღაწვების ზემოთ.
კიდევ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ პალეტი?
კონტურინგის ერთ პალეტს შეუძლია ჩაანაცვლოს კოსმეტიკური ჩანთის ნახევარი. მაგალითად, მისი დახმარებით შეიძლება თვალის სრულყოფილი მაკიაჟის გაკეთება.
მოაგროვე სკულპტორი ფუნჯზე და გადაანაწილე მთელი ორბიტალური ხაზის გასწვრივ, ეს ვიზუალურად გაადიდებს თვალებს და ხაზს გაუსვამს მათ სიღრმეს. წაისვი ზონაში თვალის კუთხეებიდან ღაწვების მიმართულებით და ნაზად გადაანაწილე, რათა ვიზუალურად წამოწიო თვალის კუთხეები და უფრო კატისებრი გახადო მზერა. ჰაილაითერის საშუალებით შეგიძლია მონიშნო თვალების შიდა კუთხე და წარბქვეშა სივრცე, ხოლო თუ მას მთელ მოძრავ ქუთუთოზე წაისმევ, გაბრწყინებულ და განახლებულ მზერას მიიღებ.